დღეს რომ მეინდომოს ოზურგეთის ხელისუფლებამ, შეიძლება, საღამომდე შეკრიბოს 30 ათასი კაცი აქ, ოზურგეთში, თორემ სამტრედიაში და იქით, ლანჩხუთში კი არა, _ ასე მიმართა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსულ ლელა ნაცვალაძეს ძიმითის მაჟორიტარმა შალვა თავდიშვილმა, რასაც ქალბატონი ლელას განრისხება მოჰყვა:
_ ეს თქვენ ამბობთ ამას? პრეზიდენტი არ იყო აჭარიდან რომ ოზურგეთში სტუდენტები ჩამოიყვანა და დააჯილდოვა? ეს ვინ, ნაციონალური მოძრაობა მელაპარაკება ხალხის გადაყვანა-გადმოყვანაზე?
გამწვავებული კამათის განეიტრალება ავთანდილ მექვაბიშვილმა სცადა:
_კაი, რა, დემოკრატიაა, ვის აინტერესებს ახლა, მიტინგზე ვინ დადის ან ვის უშლიან წასვლას?
ამ რეპლიკაზე ზოგს ირონიულად გაეღიმა. ვრცელ რეპორტაჟს საკრებულოს სხდომიდან “გურია ნიუსიდან” ხვალ შემოგთავაზებთ.