“არ გადის იმიტომ, რომ “რუსთავი 2-მა” და “იმედმა” თავად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. დედამიწის ზურგზე, მსოფლიოში არავის არ ესმის, ვინც საქართველოში ჩამოვიდა ვერავინ გაიგო, როგორ შეიძლება ტელევიზიამ, რომელსაც დამოუკიდებლობის პრეტენზია აქვს, თავისი ნებით თქვას უარი მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. ის, რაც თქვენ გააკეთეთ, ორმა ტელევიზიამ, როდესაც გამავრცელებელი კომპანიის კაბელიდან ამოერთეთ, მსოფლიოში არცერთ ტელევიზიას არ გაუკეთებია”, _ განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ამ ორი ტელევიზიის მიერ განხორციელებული ქმედება ხელისუფლების დაკვეთა იყო.
“გასაგებია, რას ემსახურებოდა თქვენი ამოცანა, ისევე როგორც თქვენი სარჩელი. მაგრამ, მე არასდროს მოვითხოვ თქვენ გამოგრთონ ეთერიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის რუპორები ხართ.
ეს თქვენი არჩევანია, თქვენი პრობლემაა, ვისი რუპორიც გინდათ, იმისი იყავით. ოღონდ მიეცით ხალხს საშუალება, მიიღოს ინფორმაცია ყველა ტელევიზიისგან,” _ განაცხადა ხიდაშელმა