ამავე პროექტის თემის მობილიზების ექსპერტის, ლევან ხუხიას თქმით, წინასწარ შერჩეული საკონტაქტო პირების საშუალებით ხვდებიან სოფლის აქტივისტებს და შესაბამისად, მიმდინარეობს საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება: _ აღნიშნული საინიციატივო ჯგუფები შედგება დაბისა და თემის აქტიური მცხოვრებლებისაგან. სამომავლოდ ამ ადამიანებს ჩაუტარდებათ ტრენინგები თვითმმართველობის ფუნქციებსა და დანიშნულებაზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების საკითხებზე “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ოფისში, შემდგომ აღნიშნული საინიციატივო ჯგუფები განახორციელებენ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულებში პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობებს, რაც ძირითადად შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამების მონიტორინგსა და მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების გახორციელებას, _ გვითხრა ლევან ხუხიამ.
აღნიშნული პროექტის სხვა სამიზნე სოფლებში (მაკვანეთი, ჭანიეთი და თხინვალი) უკვე ჩატარდა მსგავსი ხასიათის შეხვედრები და საბოლოოდ იქ საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება უახლოეს დღეებში იგეგმება.