“გურია ნიუსმა” დაადგინა, რომ “რეალ ტვ” – ის ჟურნალისტი ვინმე ანი ბორჩხაძეა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ცხოვრობს. ეს ფაქტი “გურია ნიუსთან” საუბარში, ცხემლისხიდის რწმუნებულმა ლევან ჭელიძემაც დაადასტურა.
_ბატონო ლევან, ანი ბორჩხიძე ცხემლისხიდელია?
_დიახ.
_”რეალ ტვ”- ის ჟურნალისტია?
_დიახ.
_ბატონო ლევან, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ თქვენი სოფლის მკვიდრი, “რეალ ტვ” – ის ჟურნალისტი ანი ბორჩხიძე ფეხდაფეხ დასდევს სხვა ჟურნალისტებს და ხელს უშლის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში?
_ეგ მისი სამსახურია და მე რა უნდა გიპასუხოთ?, _გვითხრა რწმუნებულმა.
რაც შეეხება ოპერატორს, რომელიც ბორჩხაძეს ახლავს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მცხოვრები დავით ნაცვალაძეა. ნაცვალაძე რამდენიმე წლის განმავლობაში “პირველი არხის” ოპერატორი,1993-1999 წწ ტელეკომპანა “გურიაში” მუშაობდა. ჩვენი ინფორმაციით, ის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და საკმაოდ დიდი ხანი გურიის გუბერნატორის მოადგილესთან ლელა თავართქილაძესთან ერთად მუშაობდა.