_ როგორც გითხარით, 12 ადამიანი იყო შემოყვანილი ზემოაღნიშნულ საავამდყოფოში. აქედან მხოლოდ ერთი ადამიანი არის დარჩენილი საავამდყოფოში, ამ ადამიანზე გამოწერეს ფორმა 100, დანარჩენები ისე არიან გასულები, რომ არავისზე არ გასცეს.
დაზარალებულებს მას შემდეგ დააწყებინეს ფორმის შევსება, როდესაც ჩვენ დავაყენეთ ეს მოთხოვნა. ჩვენი ადვოკატები იცავენ თითოეულ ადამიანს, მათგან იღებენ ჩვენებებს და შემდეგ აპირებენ შეიტანონ ეს საჩივრები მთავარ პროკურატურაში.
ჯანმრთელობის ფორმებს კი იმიტომ არ გასცემენ, რომ უნდათ თქვან, ნაცემ “ქართული ოცნების” აქტივისტებს არანაირი პრობლემა არ ქონიათო. კონკრეტულად, ამ საავადმყოფოს დირექტორი არის “ნაცმოძრაობის”, დაინტერესებული პირი. ეს არის კრიმინალი, რადგან მისი მითითებით არ არის დაფიქსირებული, თუ რა ზიანი მიაყენს ზონდერებმა პარტიის აქტივისტებს. ჩვენ ვითხოვთ, რეაგირებას, _ გაგვიცხადა თედო კობახიძემ.