ნანა სანიკიძე, “გურია ნიუსთან” საუბრისას ამ ფაქტს ადასტურებს, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ახლო მომავალში “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელები ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, რომელზეც ამ საქმის ყველა დეტალი საზოგადოებისთვის ნათელი გახდება.
“გურია ნიუსი” ამ ფაქტის გადასამოწმებლად გამგებელს დაუკავშირდა. გიორგი გოგუაძე, რომელიც ზოგადად ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლების მიმართ კორექტულობით გამოირჩევა, ჩვენმა ზარმა გააღიზიანა _ აღმოჩნდა, რომ იგი განაწყენებულია “გურია ნიუსში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის _ “ხმების სანაცვლოდ უკრაინაში დასაქმება”, გამო. გამგებელმა განაცხადა, რომ ამ მასალაში მოყვანილი ფაქტები სიცრუეა (ბატონ გიას და მკითხველს შევახსენებთ, რომ ზემოთხსენებულ პუბლიკაციაში მოყვანილი იყო მასში დასახელებული ყველა პირის მოსაზრება ჩვენის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ და არ იყო დაფიქსირებული რედაქციის პოზიცია!)
_ ბატონო გია! სხვა ფაქტთან დაკავშირებით გირეკავთ. ადასტურებთ თუ არა “სამართლიანი არჩევნების” ლანჩხუთის კოორდინატორის მიმართ ზემოქმედების ფაქტს?
_ არა, არც ეს არის სიმართლე, _ მოკლედ მოგვიჭრა გიორგი გოგუაძემ და ტელეფონი გათიშა.