ამის შესახებ”გურია ნიუსმა” ერთ-ერთი დასაჩუქრებულისგან შემთხვევით გაიგო: _ ეს არ ყოფილა გასაიდუმლოებული აქცია და გამგეობა კიდევ აპირებს სოციალურად დაუცველებს მეორადი ტანსაცმელი დაურიგოს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.
მეორადი საქონლის გარკვეული ნაწილი _ “შლოპანცები” და სხვა აქსესუარები ლანჩხუთის საცურაო აუზს გადასცეს. გარდა ამისა, ლანჩხუთის გამგეობის ზოგიერთმა თანამშრომელმა მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სახლშიც წაიღო და მეზობელ-ნაცნობებს დაურიგა.
“გურია ნიუსმა” განცხადებით მიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კანცელარიას და ამ ფაქტის დეტალებზე დაწვრილებითი ინფორმაცია გამოითხოვა _ რა პრინციპით შეირჩნენ სოციალურად დაუცველები, რადგან ცნობილია, რომ ბევრი ასეთი სტატუსის მქონე ოჯახს საჩუქარი არ მიუღია; კიდევ ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს აქციებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და არის თუ არა ეს ფაქტი საარჩევნოდ ამომრჩეველზე ზემოქმედება.
ვრცელ მასალას ამ ფაქტთან დაკავშირებით, მალე შემოგთავაზებთ.