საქართველოს მთავარი პროკურორის, სახალხო დამცველის, უწყებათშორისი კომისიისა და და სხვა უწყებების სახელზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერისგან კიდევ ერთი საჩივარი შევიდა. ნათელა ბიწკინაშვილი 22 ივლისს, კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარ ფაქტს დეტალურად აღწერს თავის საჩივარში.
რედაქცია მკითხველს ბოდიშს უხდის საჩივრის ტექსტში გამოყენებული სიტყვების გამო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
_ 22 ივლისს სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობას სოფელ ვაჩნაძიანში შეხვდა “ქართული ოცნების“ ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აღნიშნულ შეხვედრას როგორც დაზარალებული და როგორც “ქართული ოცნების“ წევრი ვესწრებოდით მე, ნათელა ბიწკინაშვილი და ჩემი მეუღლე გიორგი ნატროშვილი. როდესაც ბატონი ბიძინა წავიდა სოფელ ვაჩნაძიანიდან, იქ მყოფმა გურჯაანის გამგეობაში მომუშავე ქალბატონმა მარინა ჩითინაშვილმა დაიწყო ბიძინა ივანიშვილი ლანძღვა, რაზეც მე მივუთითე, რომ არ იყო მისი მხრიდან სწორი საქციელი ადამიანის შეურაცხყოფა, ამის შემდეგ მან მომაყანა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მითხრა, რომ მე ვიყავი რუსეთის აგენტი და ვიყავით ივანიშვილის ჯიბის ლეკვები. აღნიშნულის შემდეგ, მე მიწოდა “კახპა“, ხოლო ჩემს მეუღლეს, რომელიც იქვე იდგა განუცხადა “შენი ცოლი კი არა, ივანიშვილის პუტანკაა და თვითონ ბიძინაც გათახსირებული და ნაბიჭვარი კაცია და ამ კახპასაც, მან დაულურჯა ფეხებიო.” რაზეც ჩემმა მეუღლემ მოუწოდა დაეტოვებინა აღნიშნული ტერიტორია, ვინაიდან მას აქ არაფერი ესაქმებოდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ჩემი მეზობლები,“ _ ამბობს ნათელა ბიწკინაშვილი.
ნათელა ბიწკინაშვილი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება გურჯაანის გამგეობის თანამშრომლის, მარინა ჩითინაშვილის მიმართ ხულიგნობის, ასევე სიტყვის შეკრების პოლიტიკური მრწამსის და განსხვავებული აზრის დევნის გამო.