სპეციალური განცხადება სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“2012 წლის 24 ივლისს შსს ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სოფელ ცაიშში მცხოვრები მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია.
დაკავებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქე როზა წყაბელიას მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას. დაკავებულებმა მოსახლეობის შეკრების ადგილიდან წყაბელია ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ და სასამართლომ მათ შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან გაათავისუფლა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი _ გელა ნარუშვილი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, არ გაითვალისწინა კანონით მასზედ დაკისრებული მოვალეობა და არ აღკვეთა ზემო აღნიშნული ფაქტი”.