“გურია ნიუსი“ ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი წერილობით ვადასტურებთ 2012 წლის 16 ივნისს ჩვენი მეზობლების სერიოჟა და ცინარა აბულაძის ოჯახის დარბევის ფაქტს. ვადასტურებთ რომ მართლა მოუვარდნენ გადაცმული პოლიციელები პატრულის მანქანებით,რომელთა რაოდენობა აღემატებოდა 10-15 პირს.მათ მითითებებს აძლევდა ზუგდიდიდს პოლიციის სამმმართველოს უფროსის მოადგილე ლექსო თოდუა. ის მანამდე მუშაობდა ანაკლისს პოლიციის განყოფილებაში. პირადად ლექსო თოდუამ სცემა ცინარა აბულაძე ჯოხით, შემდეგ ის შეათრიეს სახლში და გვესმოდა მათი განწირული კივილის ხმა. შევეცადეთ მივშველებოდით მაგრამ უფლება არ მოგვცეს და გვიბრძანეს დაშლა. პრეზიდენტის ესკორტის გავლის შემდეგ, პოლიციამაც დატოვა აბულაძე სერიოჟას ოჯახი და ჩვენც საშველად შევედით. ვნახეთ დასისხლიანებული ცინარა აბულაძე და მისი შვილიშვილი, შოკში ჩავარდნილი ელენე აბულაძე. ამ ფაქტის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით და იმედი გვაქვს, მიხედავთ შვილდაკარგულ მოხუცებს.”
განცხადებას აბულაძეების 20 მეზობელი აწერს ხელს.
ახალგაზრდამ იურისტები პროკურატურას მომხდარი ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას სთხოვს.