უბრალოდ არ ვიყავი გარკვეული, რადგან პოლიტიკური გაერთიანება „გამარჯვებული საქართველოსათვის“ მეგონა ივანიშვილის დაქვემდებარებაში. სიტყვას გაძლევთ, მეორედ აღარ გავაკეთებ ამას,“ _ ასეთი გახლავთ ხელწერილის შინაარსი, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
ეს ტექსტი რამდენიმე წუთის წინ კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიად კვაჭანტირაძის პრესსამსახურმა მოგვაწოდა. წერილი პრესსამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, სადაც ნათქვამია: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი ქალბატონი ცარიელ თაბახის ფურცლებზე მოსახლეობაში აგროვებდა ხელმოწერებს და მოქალაქეთა პირად ნომრებს, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სახელით ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. მას შემდეგ, რაც პროცესში ჩაერთვნენ ჩვენი აქტივისტები და დააფიქსირეს, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არა აქვს “ქართულ ოცნებასთან”, ქალბატონმა განაცხადა, რომ მას შეეშალა და ეგონა, რომ აღნიშნული პარტია კოალიციაში შედიოდა”.
აღნიშნული ხელწერილი ამ ქალბატონმა ნებაყოფლობით მისცა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ კოორდინატორს, რომელსაც შეატყობინეს იმის თაობაზე, რომ ეს ქალბატონი აგროვებდა პირადობის ნომრებს და ასევე ხელმოწერებს, _ გვითხრეს “ქართულ ოცნებაში”.