ერთი მათგანი, ლინა ალივორიანი პრეზიდენტს დახმარებას სთხოვდა იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველია და წერილში საკუთარი ოჯახის ჭირსა და ვარამზე წერდა. თუმცა, როგორც ხალხი ამბობდა, გაჭირვებულები პრეზიდენტთან ახლოს არ მიუშვეს.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე ადამიანის ამბობდა, რომ პრეზიდენტის შეხვედრით კმაყოფილია: _ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ბახვში პრეზიდენტთან შესახვედრად ბევრი ხალხი მოვიდა და არა 20 კაცი, როდესაც ბახვში "ქართული ოცნების" მხარდასაჭერი აქცია ტარდებოდა, _ თქვა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
ერთ-ერთი დამსვენებლის აზრით, პრეზიდენტთან შესახვედრად ბახველებზე მეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლის მცხოვრებლები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები იყვნენ. მისივე თქმით, სოფელში ხანდახან წამოსულ წყალს "სამთავრობო წყალს" ეძახიან, რადგან ეს წყალი ხელისუფლებასავით ხანდახან გამოჩნდება ხოლმე სოფელში.