“ქართული ოცნების” ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თედო კობახიძის თქმით, ილია სულიაშვილთან უკვე შევიდა ადვოკატი და სწორედ ადვოკატისგან გაიგო დაკავებულმა აქტივისტმა მამის გარდაცვალების შესახებ:
_ პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის არაადამიანური მოქცევა, რადგან სამართალდამცავებს აუცილებლად უნდა ეცნობებინათ ასეთი ამბის შესახებ. ახლა, ილია მორალურად მძიმე მდგომარეობაშია და შიმშილობა დაიწყო, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ ხვალ მამის დაკრძალვას დაასწრებენ. ეს უწყება არის პოლიტიკურად ანგანჟირებული და ასე ნამდვილად არ უნდა იყოს, _ გვითხრა თედო კობახიძემ.
როგორც ცნობილია, ილია სულიაშვილს ადმინისტრაციული წესით 35-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და მან ოთხ დღეში უნდა დატოვოს სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორი.