ის უკან არ დაბრუნებულა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბიძინა გობრონიძე საქართველოდან დელეგაციას ლონდონში გაჰყვა. მისი ლონდონში დარჩენა, ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, მისივე გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციაა.
“გურია ნიუსმა” ბიძინა გობრონიძისგან სოციალური ქსელის საშუალებით შეძლო კომენტარის მოპოვება.
კითხვაზე, მის მიერ საქართველოს დატოვება, უკავშირდებოდა თუ არა სიმპათიას “ქართული ოცნების” მიმართ, ასე გვიპასუხა:
_ უკომენტაროდ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. მაგაზე არ მინდა საუბარი, _ გვითხრა გობრონიძემ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბიძინა გობრონიძეს “ქართულ ოცნებაში” ძალიან ბევრი ახლობელი ჰყავს.
ამ თემაზე “გურია ნიუსი” მუშაობს და ვრველ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ბიძინა გობრონიძის ადგილზე გიგა შაფაქიძე დაინიშნა, მის მოადგილედ კი – გოჩა კვანტალიანი.