ჩვენი წყაროს ცნობით, სხდომის ჩატარების მთავარი მიზანი იმ გადაწყვეტილების გაუქმება იყო, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნატანების N 60\42 უბანზე იქნა მიღებული.
აღნიშნულ უბანზე, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საარჩევნო კომისიების თავმჯდომარის, მოადგილებისა და მდივნის არჩევა. მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა და კომისიის თავმჯდომარედ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ნინო თავაძე აირჩიეს.
რატომ გადაიდო სხდომა და რა მოხდა N60 საარჩევნო კომისიაში, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.