ბატონი ალეკო, რომელიც ისეთი დაკავებულია, რომ ჟურნალისტების სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობს, ერთ რიგით უბანზე მისვლით თავს არ შეიწუხებდა, რომ არა შემდეგი გარემოება: აღნიშნულ უბანზე, გუშინ უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა, კომისიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი ნინო თავაძე აირჩიეს, ოღონდ სულ რამდენიმე საათით!
გუშინ საღამოსვე, საგანგებო სხდომა გაიმართა ოზურგეთის N60 საოლქო-საარჩევნო კომისიაში. „გურია ნიუსი“ იუწყებოდა, რომ სხდომის ჩატარების მთავარი მიზანი იმ გადაწყვეტილების გაუქმება იყო, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნატანების N 60\42 უბანზე იქნა მიღებული.
„გურია ნიუსის“ ინფორმაცია დადასტურდა და ოქმი, რომლითაც ნინო ბოლქვაძე იქნა კომისიის თავმჯდომარედ არჩეული, ბათილად ცნეს.
ამ წუთებში, სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.