„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის , გარდაბნის , დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავი ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო განრიგში სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის ნაცვლად განისაზღვროს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილის დამატებით ერთი საშტატო ერთეული.“. -ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
”გურია ნიუსი” დაუკავშირდა გუბერნატორ კირკიტაძეს, რომელმაც განაცხადა რომ ამ დროისათვის მეოთხე მოადგილის კანდიდატურა ჯერ არ შეურჩევია. ”გურია ნიუსის”კითხვას , რით იყო განპირობებული საშტატო ცვლილება, კირკიტაძემ მოკლე პასუხი გასცა“რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ცვლილება უცილებელი იყო“