როგორც ჩვენი კორესპოდენტი ლაფანყურიდან იუწყება, დილიდან მოყოლებული ამ დრომდე იქ პოლიტიკოსები არ გამოჩენილან. ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც ნახევარი საათით მივიდა, „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი სესიაშვილი იყო.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ, სოფელ ლაფანყურში შევიდა თელავის სასწრაფო დახმარების მანქანები და კატასტროფის ბრიგადა. ისინი ძალიან მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ და სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართნენ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „გურია ნიუსის“კორესპონდენტი, რომელიც სოფელ ლაფანყურში იმყოფება, რადენიმე წუთის წინ, თავად გახდა იმის მოწმე, როგორ შეიყვანეს სოფელში დამატებითი სამხედრო ძალები.
საუბარია ცოცხალ ძალაზეც და სატვირთო მანქანებზეც. ტექნიკის შეყვანიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 10 ჯიპი, რომელიც სავარაუდოდ მაღალჩინოსნებს უნდა ეკუთვნოდეთ, იმავე მიმართულებით გაემართა, რა მიმართულებითაც ცოცხალი ძალა გადაადგილდა.
კორესპონდენტის ცნობით, სოფელი პანიკაშია და ადამიანები იქაურობას ტოვებენ.