_ აქ (საფრანგეთში) ახლა დილაა და ყველა ინფორმაციის გაცნობა ვერ მოვახერხე. თან, ყოველ წუთს იცვლება განცხადებები, ვინ რას ამბობს და რას აკეთებს. ამ დროისთვის შემიძლია ის გავიმეორე, რაც ფეისბუქში, ჩემ კედელზე კომენტარების სახით დავწერე, _ გვითხრა ზურაბიშვილმა.
ფეისბუქზე გაკეთებულ კომენტარებში კი ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ განვითარებულ მოვლენებს ორი ადრესატი ჰყავს.
_ ვინ არიან დივერსანტები. ქართული “არარსებული” სპეც-ბრიგადები ხომ არა? დაღესტანის შეტაკების დამალვა იმას ხომ არ ემსახურება, მოსახლეობას დააჯერონ, რომ რუსული ძალები ჩვენ ტერიტორიას ემუქრებინ. ამ სცენარ-ოპერაციას (გაიხსენეთ განმუხური და რუსების უკან დახევა და ბავშვების შეგზავნა გალში და გამოყვანა, ოსების დაკავება ვითომც მათ მიერ ქართველების დაკავების შედეგად და კიდევ არაერთი სცენარი) ჩემის აზრით, ორი მარტივი ადრესატი ჰყავს: საზოგადოება და მისი დაძაბვა, შეშინება ომის საფრთხით, რუსეთით, არეულობით და ასე შემდეგ. და ასევე საერთაშორისო ინტერესის გადატანა არჩევნებიდან და დემოკრატიიდან სტაბილურობის და მშვიდობის საკითხზე. ამ მხრივ, დაღესტნის ინციდენტის დროულად გამოყენება მიზანშეწონილი იყო არათუ შექმნას სურათი საერთო კავკასიურ დესტაბილიზაციის საფრთხისა და კარგად გამოყენებული ყოფილიყო დაღესტანში მყოფი რუსული ტექნიკის კადრები. ეს ადასტურებს იმასაც, რომ ხელისუფლება ძალიან განიცდის საერთაშორისო “ფერის ცვალებას” და ამავე დროს იმასაც, რომ ყველა პროვოკაციისთვის მზად არის. ჩვენც არ უნდა ავყვეთ ასეთ სცენარებს და სიწყნარე შევინარჩუნოთ. და ბოლოს, ეს მაგალითი უნდა იყოს იმ ოჯახებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ კომფორტისთვის სჯობს ადგილობრივ ნაციონალებს არ შეეწინააღმდეგონ. დაუკვირდით და იფიქრეთ, რომ ხვალ ეს ბიჭები თქვენი შვილები იქნებიან, ეს არის ის სტალინური ხელისუფლება, რომელიც თავის შვილებს სცენარების გულისთვის და თავის ძალაუფლებისათვის სწირავს, _ აღნიშნა ზურაბიშვილმა.