სოფელ ლაფანყურის ერთ-ერთი მკვიდრი ბადრი წელაური “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებდა, რომ მაჟორიტარმა, რომელიც ხუთი დაკარგული ბიჭის გათავისუფლების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ავიდა სოფლის მახლობლად, მთებში განთავსებულ სასაზღვრო პუნქტში,თან ნაციონალური მოძრაობის მაისურები და კეპები წაიღო და ბიჭების მშობლებსა და მესაზღვრეებს დაურიგა.
“ეს მაისურები არავის ჩაუცვამს, იქვე მიყარეს”_ განაცხადა წელაურმა “გურია ნიუსთან” საუბარში.
“გურია ნიუსმა” ინფორმაცია ვასილ დავითაშვილთან გადაამოწმა. მან მაისურების და კეპების დარიგების ფაქტი დაადასტურა.
“რა მოხდა ხალხო, ხალხთან ვიყავი ასული და დავარიგე. რა მნიშვნელობა აქვს მთაში დავარიგებდი, ბარში თუ მინდორში, ამის საჭიროება იყო ხალხისაგან და დავარიგე” _ განაცხადა თელავის მაჟორიტარმა, რომელიც მომავალ არჩევნებზე კვლავ მმართველ პარტიის კანდიდატია.