ისინი 3 მანქანით იყვნენ მისულები და სასაფლაოზე სწორედ ის ადგილი მოინახულეს, სადაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული პანკისელი ბიჭები დამარხეს.
როგორც კი კორესპონდენტი დაინახეს, მისიის წარმომადგენლებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ მათთვის კითხვის დასმა, თუ რატომ იყვნენ მისულები ამ სასაფლაოს სანახავად.
_ არაფერი განსაკუთრებული, ეს რეგიონი შედის ჩვენს სადამკვირვებლო ზონაში და ამიტომ ვიმყოფებოდით აქ, _ გაგვიცხადეს სასაფლაოდან გამოსულმა დამკვირვებლებმა…