https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ძეგლი, რომელსაც რურუამ კულტურული მემკვიდრობის სტატუსი მოუხსნა, საზღვარგარეთაა გატანილი!

5:09; 7.09.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნივთს არქეოლოგიური ღირებულება არ გააჩნდა. იგივეს ამტკიცებს გიზო ხელაიაც, რომლის კერძო კოლექციაშიც „რომაელი მეომრის აღჭურვილობა“იყო დაცული. ნივთი, რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგება (მუზარადი, წინა და უკანა მხარე, სამკლაურები) ამ დროისათვის საზღვარგარეთაა გატანილი. ხელაია აცხადებს რომ „აღჭურვილობის გაყიდვა სურს, თუმცა მას არავინ ყიდულობს.

გიზო ხელაია კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შთამომავალია, „გურია ნიუსთან“ საუბარში ის აცხადებს, რომ მისი ოჯახის საკუთრებაში წინაპრების მიერ დატოვებული რამდენიმე ნივთი მოიპოვება, მათ შორის იყო რომაული აღჭურვილობა.

„ეს ნივთი დიდი ხანი ინახებოდა ჩვენს ოჯახში, მაინტერესებდა რა იყო და გადავწყვიტე, კვლევა ჩამეტარებინა, . საქართელოში ვინც ნახა, ყველამ თქვა, არაფერს არ წარმოადგენსო, შემდეგ დავუკავშირდი ბოლონიის უნივერსიტეტს. 1 წლის განმავლობაში სწავლობდნენ რა იყო,“_ აცხადებს გიზო ხელაია.

„თავიდან, როდესაც მან ეს ნივთი წარმოადგინა, ძალიან დიდი ინტერესი გაგვიჩინა. ვიფიქრეთ, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით, ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო, რადგან საუბარი იყო მის კოლხურ წარმომავლობაზე. გიზო ხელაია ამბობდა, რომ ამ ნივთში უცხოელები დიდ თანხას სთავაზობდნენ. ასევე ჰქოდა სხვადასხვა ვერსია ნივთის წარმომავლობასთან დაკავშირებით _ ხან ამბობდა წინაპრებისგან დამრჩაო, ხან რაღაც ექსპედიციას ახსენებდა. ხელაიას ნივთის საზღვარგარეთ გატანა და გამოკვლევა სურდა. ვინაიდან ჩვენთან არ იყო იმ დონის კვლევის ჩატარების საშუალება, ძეგლს დროებით მივანიჭეთ ობიექტის სტატუსი და იტალიაში გატანის ნება დავრთეთ, “- ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარში კულტურის სამინისტოს თანამშრომელი მაკა სოხაძე .

მისი თქმით, ვინაიდან ფერარას უნივერსიტეტიდან დასკვნა იგვიანებდა, კულტურის სამინისტრომ აღჭურვილობას ობიექტ ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, კულტურის სამინისტრო კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვას ერთჯერადად, 3 თვის ვადით გასცემს. ნივთი კი იტალიაში, 2 წელზე მეტ ხანს ინახებოდა.

ფერარას სახემწიფო უნივერსიტეტის 2011 წლის 17 სექტემბრით დათარიღებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ „რომაელი მეომრის აღჭურვილობა“ არ წარმოადგენდა ანტიკური პერიოდის ნივთს.

„აბჯრის წინა მხარეს გამოსახული იკონოგრაფიული ელემენტები არ შეესაბამება ანტიკური ხანის ნიმუშს, რადგან გამოსახული ფიგურები განეკუთვნება სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტსა და პერიოდს, რაც სავსებით უჩვეულოა ანტიკური ხანის ნივთისათვის.

აბჯრის არც ერთ ნაწილში არ შეინიშნება კოროზიისა და ცვეთის კვალი, რასაც ჩვეულებრივ ანტიკურ ნივთში ვაწყდებით.

საბოლოოდ, ეს არის აბსოლუტურად დადასტურებული ფაქტი, მეტალოგრაფიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ აბჯრის მეტალთა შემადგენლობა შეიცავს ალუმინს, რომლის დამუშავება არ ხდებოდა ანტიკურ ხანაში, რადგან მისი დნობის ტემპერატურა ძალიან მაღალია ნებისმიერი ანტიკური ხანის ღუმელისათვის“ _ წერს პროფესორი ლივიო ძერბინი დასკვნაში.

ფერარას უნივერსიტეტი, სადაც ძერბინი მუშაობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მრავალი არქეოლოგიური ექსპედიციის დამფინანსებელია, პროფესორი რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში და რომაული აღჭურვილობით დაინტერესდა.

კულტურის სამინისტროში იხსენებენ, რომ ხელაია ძერბინისთან და ქართველ პროფესორ ვახტანგ მიჩელთან ერთად რამდენჯერმე მივიდა სამინისტროში.

ძეგლთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი იყო, პროფესორები ამბობდნენ, რომ შესაძლოა, საქმე ჰქონოდათ კოლხურ აღჭურვილობასთან. ფერარას უნივერსიტეტის დასკვნამ ეს იმედები გაფანტა, თუმცა ამის მუხედავად, გიზო ხელაიამ მაინც მოითხოვა ნივთის საზღვარგარეთ გატანის ნებართვა.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ძეგლის გატანამდე კულტურის სამინისტროში შეიკრიბა სამინისტროსთან არსებული კომისია, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოში ყველაზე ცნობილი და აღიარებული არქეოლოგები შედიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნივთის სიძველესთან დაკავშირებით მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო, იტალიიდან ჩამოტანილ დასკვნას, საბოლოოდ, ყველა დაეთანხმა.საქართველოში ეს დასკვნა არავის გადაუმოწმებია, უბრალოდ ენდვნენ.

კანონი ცალსახად ადგენს, რომ ”კულტურული ფასეულობა საზღვარგარეთ დროებით გატანის შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას ექვემდებარება აუცილებელ სახელმწიფო ექსპერტიზას, რომელიც ტარდება ამ კანონის მე-15-17 მუხლების მოთხოვნათა დაცვით.”

პროფესორი ვახტანგ ლიჩელი „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ყველაფერი ისედაც ნათელი იყო და არანაირი მოლოდინი რომაულ არჭურვილობასთან დაკავშირებით არავის ჰქონია.

„ეს ნივთი არის ფალსიფიცირებული ანუ არ არის ორიგინალი, დამზადებულია მე-19 საუკუნეში, მაშინ ასეთი ნივთები ძალიან ბევრი მზადდებოდა იმ დროინდელ რუსეთის იმპერიაში და გაჰქონდათ ყველგან, მათ შორის მოხვდა საქართველოშიც. მხატვრული თვალსაზრისით, სიუჟეტის თვალსაზრისით, ეს არის სრული კოლაჟი რომელიც არ შეესაბამება არც ბერძნულ და არც რომაულ სტილს. ქიმიური შემადგენლობითაც დგინდება, რომ ეს არ არის ორიგინალი და მისი სამცნიერო ღირებულება ძალიან დაბალია,“ _ აცხადებს ლიჩელი „გურია ნიუსთან„ საუბარში.

ლიჩელი უარყოფს, რომ ნივთთან დაკავშირებით ქართველ არქეოლოგთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა:

_ ყველას ერთი აზრი გვქონდა, რომ ეს არის ფალსიფიკაცია. ოქმი, სადაც ამ საკითხის განხილვაა აღწერილი, დაცულია კულტურის სამინისტროში და შეგიძლიათ ნახოთ. არანაირი მოლოდინი ამ ნივთთან დაკავშირებით არ ყოფილა, არც ერთ ქართველ არქეოლოგს არ შეპარვია ეჭვი რომ ეს იყო ანტიკური ნივთი“_ აცახდებს პროფესორი ლიჩელი.

ის ამბობს, რომ თუ გამოცდილი არქეოლოგი ნივთს კარგად დააკვირდებოდა და გაიაზრებდა მასზე არსებულ სიუჟეტებს, მაშინვე მიხვდებოდა, რომ ეს იყო მე-19 საუკუნის ნივთი და არა ანტიკური პერიოდის.

როგორც ჩანს, გამოცდილი არქეოლოგი ვივო ძერბინი ამაში ქართველი კოლეგებივით დარწმუნებული არ იყო და ფერარას უნივერსიტეტმა, სადაც თავად მუშაობს, ნივთის საზღვარგარეთ გასატანად და გამოსაკვლევად რამდენიმე ათასი გაიღო. გაურკვეველია, რატომ გაჭიანურდა კვლევა 2 წლით, მაშინ როდესაც ნივთს არანარი ცვეთის კვალი არ ეტყობოდა და ლიჩელის მტკიცებით, ვიზუალური დაკვირვებითაც შეიძლებოდა მისი ანტიკურობის გამორიცხვა.

„ამ ეტაპზე ნივთი ანტიკვარად ითვლება და მისი ღირებულება დაახლოებით 200 ათასია. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ის ანტიკურ ნივთად ჩაითვლებოდა , მისი ფასი 7-8 მილიონი იქნებოდა,“ _ აცხადებს ხელაია.

ის ამბობს, რომ „აღჭურვილობა“ მისი კუთვნილებაა და რასაც უნდა იმას იზამს:

„რაში აინტერესებს „გურია ნიუსს“ ეს ამბავი? ნივთი არის ჩემი ოჯახის საკუთრება , მინდა გავყიდი, მინდა _ არა. ამჯერად, აღჭურვილობას საზღვარგარეთ ვინახავ,“_ აცხადებს ხელაია „გურია ნიუსთან“ საუბარში.

საქართველოდან კულტურულ ფასეულობათა გატანის ნებართვის პროცედურა ცალსახად ადგენს, რომ ქვეყნიდან ნივთის გატანამდე, 3 თვის განმავლობაში, მფლობელი ვალდებულია, შესთავაზოს ის სხვადასხვა მუზეუმებს. ხელაია აცხადებს რომ ნივთი არავისთვის შეუთავაზებია, რადგან ფერარას უნივერსიტეტის დასკვნის შემდეგ საეჭვოა, რომ მუზეუმებს ნივთის მიმართ ინტერესი გასჩენოდათ.

იგივეს აცხადებს კულტურის სამინისტრო, თუმცა ნივთის მუზემებისთვის შეუთავაზებლობას ის მისი მაღალი ფასითაც ხსნის.

„არც ერთი მუზეუმისთვის არ შეგვითავაზებია, იმიტომ რომ მფლობელმა ძალიან მაღალი ფასი დაასახელა, ამის გადახდა კი აქ არც ერთ მუზეუმს არ შეეძლო. გარდა ამისა, პატრონს უნდოდა ნივთის საზღვარგარეთ გაყიდვა და ჩვენ ამაში ხელი არ შევუშალეთ“_ აცხადებს კულტურის სამინისტრო „გურია ნიუსთან“ საუბარში.

საბოლოოდ, „რომაული მეომრის აღჭურვილობას“ შემეცნებითი სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც ხელაიამ ნივთი საზღვარგარეთ გაიტანა. მისი მტკიცებით, ნივთს მყიდველი ჯერჯერობით არ ჰყავს, თუმცა საქართველოში მის დაბრუნებას არ ჩქარობს.

არსებული კანონდებლობა იძლევა კულტურულ ფასეულობად მიჩნეული ნივთების ზუსტ ჩამონათვალს. მათ შორისაა ღირებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ომებისა და საზოგადოების ისტორიასთან, აგრეთვე ეროვნულ მოღვაწეთა, მოაზროვნეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა და სპორტსმენთა ცხოვრებასთან და დიდმნიშვნელოვან ეროვნულ ფაქტებთან, ასევე ნივთები, რომლებიც 100 წელზე მეტი ხნისაა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14 იანვარი, 2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14 იანვარი, 2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14 იანვარი, 2026
საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13 იანვარი, 2026

"ხელისუფლება, ქართულ დიასპორას სამშობლოსთან იდენტიფიცირების უკანასკნელ იმედს უკარგავს"

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დუისის სასაფლაოზე

ყველა სიახლე

სამართალი

რიკოთზე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

21:03; 14.01.2026
სამართალი

მკვლელობა მარჯანიშვილზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

20:49; 14.01.2026
სამართალი

თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს _ რა დეტალები ხდება ცნობილი

20:30; 14.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14.01.2026
სამართალი

მძიმე ავარია თბილისში – სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

12:51; 14.01.2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14.01.2026
ზაფრანი

ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

12:03; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:57; 14.01.2026
ზაფრანი

სად აღინიშნება ძველით ახალი წელი   

11:47; 14.01.2026
ზაფრანი

რა არის ძველით ახალი წელი   

11:45; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:43; 14.01.2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14.01.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11:29; 14.01.2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14.01.2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 14 იანვარს

11:18; 14.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო