ა) ურეკის დასახლებაში თანხის მოცულობამ შეადგინა 15 753 ლარი.
ამ დასახლებაში 2012 წლის განმავლობაში მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტებს, ხელისუფლების მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით, შეადგენს შემდეგი საკითხები:
1) გარე განათების მოწყობა ურეკში _ 5852 ლარი;
გარე განათების მოწყობა წვერმაღალაში _ 4658 ლარი,
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით 2012 წლის 26 ივნისს (ხელშეკრულება #175) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე დავით გოგელიასთან. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს დასრულება განსაზღვრულია 2012 წლის 10 აგვისტომდე. ამავე დოკუმენტის სადეფექტო აქტის მიხედვით დაგეგმილია დაბა ურეკის ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობა შემდეგ ადგილებში: მთის ბროლის ქუჩა _ 2 ც, ფიროსმანის ქ. – 4 ც, წერეთლის ქ. _ 15 ც, სანაპიროს ქ. _ 4 ც, სანერგეს უბანი _ 2 ც, ძველი უბანი 2 _ ც, ქვედა ბინები _ 9 ც, “ჩორნიბარაკის” უბანი _ 3 ც. ამ ხელშეკრულების მიხედვით, დაბა ურეკის ამ ორივე დასახლებაში, ასევე უნდა შეძენილი და შეცვლილ იქნეს 60 ც. ნათურა და შეკეთდეს 8 ერთეული ფირნიში.
2) წყალსადენის ქსელის შეკეთება (მაღლა ურეკი) _ 1550 ლარი,
3) წყალსადენის ქსელის შეკეთება (მესხის ქუჩა) _ 1845 ლარი,
აღნიშნული საკითხების მოგვარების თვალსაზრისით 2012 წლის 26 ივნისს (ხელშეკრულება #168) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე სოსლან ფუტკარაძესთან. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს დასრულება განსაზღვრულია 2012 წლის 12 ივლისამდე.
მაღლა ურეკში წყალსადენის ქსელის შეკეთება გულისხმობს დაზიანებული წყლის მილების შეცვლას და ახლის მონტაჟს დაახლოებით 332 გრძივი მეტრის ოდენობით, მიწის გრუნტის მოთხრით მასში მილების მოსაწყობად.
მესხის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის შეკეთება კი გულისხმობს არსებული ჭაბურღილის სისტემაზე ახალი ზედაპირული ტუმბოს მონტაჟს (3 კბმ/სთ სიმძლავრის) თავისი სადგარით და ახალი წყალგამყვანი მილების მოწყობას ამ სისტემაზე.
4) ურეკის საფეხბურთო კლუბისთვის ფორმების შეძენა _ 1512 ლარი.
ამ დაკვეთის შესასრულებლად 2012 წლის 26 ივნისს (ხელშეკრულება #169) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე სოსლან ფუტკარაძესთან. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს დასრულება განსაზღვრულია 2012 წლის 12 ივლისამდე. ხელშეკრულების შესრულების საგანს წარმოადგენს ფეხბურთელებისათვის 40 ერთეული სპორტული კომპლექტის, მწვრთნელთათვის 2 ერთეული სპორტული “პიჟამოსა” და 2 ც. წამმზომის შეძენა.
5) საბავშვო ბაღის შეკეთება _ 6000 ლარი.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2012 წლის 17 ივლისს (ხელშეკრულება #234) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება შ.პ.ს. “შემოქმედმშენთან” (ხელმძღვანელი გია შილაკაძე) და ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს დასრულება განსაზღვრულია 2012 წლის 1 სექტემბრამდე.
სარემონტო სამუშაოები მოიცავს შენობისთვის მეტალო-პლასტმასის ფანჯრების მოწყობას ორმაგი მინით 19,80 კვ.მ.-ზე, მეტლახის დაგებას დერეფანში, სამზარეულოსა და სველ წერტილში ჯამურად 60 კვ.მ.-ზე, ხოლო ლამინატის დაგებას კი 80,40 კვ.მ.-ზე
ბ) წვერმაღალას დასახლებაში თანხის მოცულობამ შეადგინა _ 8556 ლარი;
წვერმარალას დასახლებაში 2012 წლის განმავლობაში მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტებს, ხელისუფლების მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით, შეადგენს შემდეგი საკითხები:
1) საბავშვო ატრაქციონების მოწყობა _ 1614 ლარი.
ამ პრობლემის მოგვარებას ასევე უზრუნველყოფს ინდ. მეწარმე სოსლან ფუტკარაძე, იმავე ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გაფორმებულია ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან წყალსადენების ქსელის შეკეთებაზე ურეკის დასახლებაში. ხელშეკრულების ვადა განსაზღვრულია 2012 წლის 17 ივლისამდე, ხოლო ამ დოკუმენტის შინაარსის მიხედვით უნდა განხორციელდეს “აიწონა-დაიწონას” ტიპის ატრაქციონისა და 2 ერთეული საქანელას მონტაჟი, “სასრიალოს” ტიპის კონსტრუქციისა და მაყურებელთათვის სკამების მოწყობა.
2) გარე განათების მოწყობა _ 4658 ლარი.
ამ პროგრამის განხორციელება აღწერილია ურეკის დასახლების პრობლემათა აღწერის პირველ ნაწილში.
3) გზის შეკეთება _ 2284 ლარი.
აღნიშნულ დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტიციისათვის 2012 წლის 3 აგვისტოს (ხელშეკრულება #288) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება შ.პ.ს. “ე.ე.ე.”-სთან (დირექტორი ზაალ კუჭავა) და მისი ვადა განისაზღვრა 2012 წლის 10 ოქტომბრამდე.
სამუშაოები გულისხმობს თემის ამ უბნებში გზის პროფილის მოწყობას ავტოგრეიდერით და დაზიანებულ გზების მოხრეშვას 90 კბ.მ. მოცულობის ინერტული მასალით.
სოფელი თხინვალი _ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გამოყოფილი თანხის ოდენობა 20 188 ლარი, მათ შორის მთლიანად სოფელზე პროექტები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1) გზის გამაგრებითი სამუშაოები _ 3345 ლარი;
2) ზედუბნის უბანში გზის მოწყობა ბეტონით _ 7824 ლარი;
3) ხიდის ბურჯის გამაგრება _ 1469 ლარი;
4) სანიაღვრე არხის მოწყობა _ 190 ლარი.
ზემოაღნიშნული საკითხების რეგულირებისთვის 2012 წლის 20 ივლისს (ხელშეკრულება #255) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე კობა ცერცვაძესთან. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების დასრულება განსაზღვრულია 2012 წლის 15 სექტემბრამდე. ამ დოკუმენტის საფუძველზე გზის გამაგრებითი სამუშაოები გულისხმობს შემდეგ საქმიანობებს: გზაზე ჩამოშლილი მიწის გაწმენდას და ტერიტორიის მოწყობას ჯარგვლის მოსაწყობად, ხის მორებისაგან ჯარგვლის კონტრსუქციების დამზადებასა და ადგილზე მოწყობას და ბოლოს წარმოქმნილი გზის ღიობების შევსებას ინერტული მასალით.
ზედუბანში ბეტონის გზის მოწყობა გულისხმობს: ამ უბანში უვარგისი გზის საფარის მოხსნას კოვშიანი ტრაქტორით, გზის პერიმეტრის შევსებას რკინა-ბეტონის ფილებითა და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის წვრილი ფრაქციით, ფილებს შორის გზის შევსებას ინერტული მასალით. გარდა ამისა ამავე უბნის პირველ ბრიგადაში გათვალისწინებულია მზა ბეტონის შესყიდვა და 26X2,5X0,15 მ გზის პერიმეტრზე დასხმა.
ხიდის ბურჯის გამაგრების პროგრამა გულისხმობს, სოფელში არსებული ხიდისთვის გაბიონის მოწყობას გამომწვარი მავთულით მისი კონსტრუქციის სათავეებში და ფენილის მოწყობას ამავე ხიდის ქვეშ.
სანიაღვრე არხების მოწყობა გულისხმობს: სოფელ თხინვალის ერთ უბანში მიწის მოთხრას ხელით III კატეგორიის გრუნტში სანიაღვრე არხის მოსაწყობად და წარმოქმნილი მიწის გრუნტის გატანას ხელის ურიკით.
5) საბავშვო ბაღის შეკეთება _ 3976 ლარი;
სოფლის საბავშვო ბაღის შესაკეთებლად 2012 წლის 20 ივლისს (ხელშეკრულება #254) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ისევ ინდ. მეწარმე კობა ცერცვაძესთან. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულდეს ასევე 2012 წლის 15 სექტემბრამდე. ამ პროგრამით განსაზღვრულია თხინვალში არსებული საბავშვო ბაღის შენობისთვის მეტალოპლასტმასის ფანჯრების მოწყობა (ორმაგი მინით), ბაღის ეზოს გაწმენდა მიწის გრუნტისაგან, სასმელი წყლის ჭის ხუფის მოწყობა მეორადი ფურცლოვანი ფოლადით, დაზიანებული ღობის სექციების შეკეთება, შენობის შიდა კედლების შეთეთრება კირით, მეორადი პიანინოს შეძენა, “აიწონა-დაიწონას” ტიპის ატრაქციონისა და 2 ერთეული საქანელას მონტაჟი, “სასრიალოს” ტიპის კონსტრუქციისა და მაყურებელთათვის სკამების მოწყობა.
6) ამბულატორიის შენობისა და სველი წერტილის შეკეთება _ 3383 ლარი
ამ პროგრამაზე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება, რომელიც კონკრეტულ ინდ. მეწარმესთან ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი უნდა გახდეს. ეს ფაქტი ფიქსირდება 20/08/2012 მდგომარეობით.
მაკვანეთის თემი _ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გამოყოფილი თანხის ოდენობა 51 890 ლარი, მათ შორის:
ა) ქვემო მაკვანეთში თანხის მოცულობამ შეადგინა 13 277 ლარი;
ქვემო მაკვანეთის დასახლებაში 2012 წლის განმავლობაში მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტებს, ხელისუფლების მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით, შეადგენს შემდეგი საკითხები:
1) სპორტული მოედნისათვის ინვენტარის შეძენა _ 200 ლარი.
ამ პროგრამის მიხედვით 2012 წლის 26 ივნისს (ხელშეკრულება #163) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ბაქარი თოიძესთან და ხელშეკრულების მიხედვით ეს შეკვეთა უნდა დასრულდეს 2012 წლის 15 სექტემბრამდე. აღნიშნული პროექტი გულისხმობს 2 ერთეული კალათბურთის ფარის შეძენას თავისი ბადეებით და ასევე თითო ცალი ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის ბურთების შეძენას.
2) ხიდის შესაკეთებლად მასალების შეძენა _ 314 ლარი.
ამ ღონისძიების განსახორციელებლად 2012 წლის 26 ივნისს (ხელშეკრულება #161) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ბაქარი თოიძესთან და ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 სექტემბრამდე. ამის მიხედვით დაგეგმილია 600 კგ ცემენტისა და მეორადი 80 გრძ.მ. არმატურის შეძენა ხიდის შეკეთებისთვის
3) საბავშვო ბაღის შეკეთება _ 5457 ლარი.
ამ პროგრამის მიხედვით 2012 წლის 26 ივნისს (ხელშეკრულება #160) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება კვლავ ინდ. მეწარმე ბაქარი თოიძესთან და ხელშეკრულების მიხედვით ეს საქმიანობა უნდა დასრულდეს ასევე 2012 წლის 15 სექტემბრამდე. ეს პროგრამა განსაზღვრავს შემდეგს: საბავშვო ბაღის შენობაზე უნდა მოეწყოს მეტალოპლასტმასის ფანჯრები, 9 ფანჯარაზე კი უნდა მოეწყოს თუნუქის კარნიზები მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქით. შენობის შიგნით 36 კვ.მ.-ზე უნდა დაიგოს ლამინირებული პარკეტი იატაკის შესაბამისად მომზადების შემდეგ, 8 კვ.მ.-ზე უნდა დამონტაჟდეს თაბაშირ-მუყაოს კედელი, რომლის შემდეგაც კედლები და იატაკი უნდა დამუშავდეს და შეიღებოს. ნაწილობრივ ახლით უნდა შეიცვალოს ელ-გაყვანილობა, ხოლო სამზარეულოში უნდა დამონტაჟდეს მეტალო-პლასტმასის ფანჯარა, იატაკზე უნდა დაიგოს მეტლახი, რის შემდეგაც სამზარეულოს კედლები და ჭერი ასევე უნდა დამუშავდეს და საბოლოოდ შეიღებოს.
4) წყალსადენის ქსელის მოწყობა _ 7290 ლარი,
ამ პროგრამაზე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება, რომელიც კონკრეტულ ინდ. მეწარმესთან ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი უნდა გახდეს. ეს ფაქტი ფიქსირდება 20/08/2012 მდგომარეობით.
ბ) ქვემო მაკვანეთში თანხის მოცულობამ შეადგინა _ 31 037 ლარი
ქვემო მაკვანეთის დასახლებაში 2012 წლის განმავლობაში მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტებს, ხელისუფლების მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით, შეადგენს შემდეგი საკითხები:
1) გზის მოწყობა ბეტონით (ზეგანი ეკლესიასთან) _ 9642 ლარი;
2) გზის მოწყობა ბეტონით (ჭალის უბანი) _ 12 030 ლარი;
3) ხიდის გამაგრება გაბიონით (მერეს უბანი) _ 3540 ლარი;
4) წისქვილის არხის მოწყობა გაბიონით _ 2817 ლარი;
5) გარე განათების მოწყობა _ 1290 ლარი.
ზემოაღნიშნული საკითხების რეგულირებისთვის 2012 წლის 26 ივნისს (ხელშეკრულება #159) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ბაქარი თოიძესთან. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების დასრულება განსაზღვრულია 2012 წლის 15 სექტემბრამდე. ამ დოკუმენტის საფუძველზე გზის მოწყობა ბეტონით (ზეგანი ეკლესიასთან) პროექტი გულისხმობს _ ეკლესიის მიმდებარე გზის ტერიტორიის ბეტონით დასხმას 80X3X0,15 მ პერიმეტრზე.
გზის მოწყობა ბეტონით (ჭალის უბანი) პროექტი გულისხმობს _ აღნიშნულ უბანში გზის ტერიტორიის ბეტონით დასხმას 100X3X0,15 მ პერიმეტრზე.
ხიდის გამაგრება გაბიონით (მერეს უბანი) პროექტის გულისხმობს _ არსებული ხიდის დემონტაჟს და სამშენებლო ბლოკების დაწყობას ამწის მეშვეობით, ამის შემდგომ ექსკავატორით მიწის მოთხრას გაბიონის მოსაწყობად და გაბიონის მონტაჟს (დ=4მმ) გამომწვარი მავთულით.
წისქვილის არხის მოწყობა გაბიონით პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გაბიონის მოწყობა (დ=4მმ) გამომწვარი მავთულით სარწყავი არხისთვის სიგრძით 30მ და სიმაღლით 1 მ.
გარე განათების მოწყობის პროგრამაში კი ნაგულისხმევია 8 კომპლექტი ერთეული ლამპიონების (ეკ. ნათურა 60 ვტ.) მონტაჟს თემის ამ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე.
6) კულტურის სახლის ეზოს კეთილმოწყობა _ 1214 ლარი.
ამ პროგრამის განსახორციელებლად 2012 წლის 26 ივნისს (ხელშეკრულება #162) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ბაქარი თოიძესთან და ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 სექტემბრამდე. დაგეგმილი საქმიანობების მიხედვით უნდა განხორციელდეს კულტურის სახლის ღობის ფუნდამენტის მოწყობა ბეტონით (13,2X0,8X0,2 მ), მოსაცდელის კედლის შეკეთება აგურით, მოსაცდელისა და ღობეების ორივე მხარის შეღებვა.
7) წყალმომარაგებისთვის მასალების შეძენა _ 513 ლარი;’
წყალსადენის სისტემისთვის მასალების შეძენა (გოგიეთი) _ 7576 ლარი.
ამ შესყიდვების განსახორციელებლად 2012 წლის 26 ივნისს (ხელშეკრულება #161) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ბაქარი თოიძესთან და ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 სექტემბრამდე.
შესასყიდ მასალებში იგულისხმება ამ ორი დასახლების დამოუკიდებელი წყლის სისტემისთვის მასალების შეძენა, როგორიცაა 2 კმ გრძ.მ. პლასტმასის წყლის მილების (დ=50მმ) შეძენა აპილაურის მიმართულებით, იგივე მილების შეძენა 400 გრძ.მ. ოდენობით შუამინდორის მიმართულებით და 16 ტონიანი წყლის ავზის საკვების შეძენა და მონტაჟი შოტაულას მიმართულებით.
გ) გოგიეთში თანხის მოცულობამ შეადგინა _ 7576 ლარი
1) წყალსადენის სისტემისთვის მასალების შეძენა _ 7576 ლარი.
ამ პროგრამის განხორციელება აღწერილია ქვემო მაკვანეთის დასახლების პრობლემათა აღწერის მეშვიდე ნაწილში.
ჭანიეთის თემი _ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გამოყოფილი თანხის ოდენობა 32 267 ლარი, მათ შორის:
ა. ჭანიეთში თანხის მოცულობამ შეადგინა _ 17 267 ლარი
ჭანიეთის დასახლებაში 2012 წლის განმავლობაში მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტებს, ხელისუფლების მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით, შეადგენს შემდეგი:
1) საბავშვო ბაღის შეკეთება _ 4690 ლარი.
ამ პროგრამის უზრუნველსაყოფად 2012 წლის 19 ივლისს (ხელშეკრულება #249) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ვილერი მამინაშვილთან და ხელშეკრულების მიხედვით ეს საქმიანობა უნდა დასრულდეს ასევე 2012 წლის 1 სექტემბრამდე. სამუშაოები კი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ბაღის შენობაზე უნდა მოეწყოს ორმაგი მინის მეტალო-პლასტმასის ფანჯრები 18,70 კვ.მ.-ზე, ხოლო 20 კვ.მ. იატაკზე უნდა დაიგოს მეტლახი. გარდა ამისა გათვალისწინებულია სველი წერტილების კაპიტალური რემონტი და შენობაში ბუნებრივი აირის შეყვანა.
2) წყალსადენის ქსელის შეკეთება (ცინცაძეების უბანი) _ 3963 ლარი.
ამ დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად 2012 წლის 19 ივლისს (ხელშეკრულება #248) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება კვლავ ინდ. მეწარმე ვილერი მამინაშვილთან და ხელშეკრულების მიხედვით ეს საქმიანობა უნდა დასრულდეს ასევე 2012 წლის 20 სექტემბრამდე. სამუშაოთა განრიგით ამ უბანში წყალსადენის სისტემაზე უნდა დამონტაჟდეს ახალი პლასტმასის წყალგამყვანი მილები, ამისთვის კი ხელით უნდა მოითხაროს დაახლოებით 100 კბ.მ მიწა მილების ჩასადებად, ხოლო თხრილში კი უნდა ჩაიდოს 1000 გრძ.მ. სიგრძის პლასტმასის მილები (დ=40 მმ).
3) სოფლის ადმინისტრაციული შენობისთვის სკამების შეძენა _ 439 ლარი
ამ შესყიდვის განსახორციელებლად 2012 წლის 19 ივლისს (ხელშეკრულება #251) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ისევ ინდ. მეწარმე ვილერი მამინაშვილთან და ამავე დოკუმენტით ეს საქმიანობა უნდა დასრულდეს ასევე 2012 წლის 1 სექტემბრამდე. ზემოაღნიშნულის მიხედვით სოფლის ადმინისტრაციის შენობისთვის შესაძენია 10 ერთეული სკამი, თითოეული 42 ლარის ღირებულებით.
4) გარე განათების მოწყობა _ 407 ლარი.
გარე განათების მოწყობა ვაშტიალის მიმართულებით _ 1039 ლარი.
ამ დასახლებებში გარე განათების უზრუნველსაყოფად 2012 წლის 18 ივლისს (ხელშეკრულება #241) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება შ.პ.ს. “ვილაჯიოსთან” და ხელშეკრულების მიხედვით ეს საქმიანობა უნდა დასრულდეს ასევე 2012 წლის 15 სექტემბრამდე. გარე განათების მოწყობის პროგრამაში კი ნაგულისხმევია 10 კომპლექტი ერთეული ლამპიონების (ეკ. ნათურა 60 ვტ.) მონტაჟი თემის ამ დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე, კერძოდ სასაფლაოსთან 2 ც, ჩიტაიშვილების უბანში 5 ც, ხოლო ანთიძეების უბანში კი 3 ც.
5) ელ. მრიცხველის შეძენა _ 400 ლარი.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ელექტროენერგიის სახელმწიფო შესყიდვებზე გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა არ ხორციელდება, ანუ როგორც სხვა პროგრამებზე მეწარმე სუბიექტებთან გარკვეული საქმიანობის შესრულებაზე არ ხორციელდება სახელმწიფო დაკვეთები. აღნიშნულის გამო ფიქსირებული თანხა ერიცხება მხოლოდ ელენერგიის დისტრიბუტორ კომპანიას და ამ შემთხვევაში ეს კომპანია გახლავთ “ენერგო-პრო”.
6) სასაფლაოს ღობის შეკეთება _ 7337 ლარი.
ამ პროექტის განსახორციელებლად 2012 წლის 19 ივლისს (ხელშეკრულება #252) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ისევ ინდ. მეწარმე ვილერი მამინაშვილთან და ამავე დოკუმენტით ეს საქმიანობა უნდა დასრულდეს ასევე 2012 წლის 20 სექტემბრამდე. სასაფლაოს ღობის შეკეთება ითვალისწინებს მისი პერიმეტრის გასუფთავებას, მიწის მოთხრას 225 ბოძისათვის და მასში აკაციის ბოძების მოწყობას, ხოლო დ=4 მმ მავთულის საშუალებით 450 გრძ.მ.-ზე აკაციის სარებით ღობის შემოსაზღვრას. გარდა ამისა გათვალისწინებულია კაპიტალური ჭიშკრის გაკეთება სასაფლაოს შესასვლელში.
ბ. ვაშტიალში თანხის მოცულობამ შეადგინა _ 5847 ლარი
ვაშტიალის დასახლებაში 2012 წლის განმავლობაში მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტებს, ხელისუფლების მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით, შეადგენს შემდეგი:
1) გარე განათების მოწყობა _ 1039 ლარი.
ამ პროგრამის განხორციელება აღწერილია ჭანიეთის დასახლების პრობლემათა აღწერის მეოთხე ნაწილში.
2) ელ. მრიცხველის შეძენა _ 400 ლარი
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ელექტროენერგიის სახელმწიფო შესყიდვებზე გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა არ ხორციელდება, ანუ როგორც სხვა პროგრამებზე მეწარმე სუბიექტებთან გარკვეული საქმიანობის შესრულებაზე არ ხორციელდება სახელმწიფო დაკვეთები. აღნიშნულის გამო ფიქსირებული თანხა ერიცხება მხოლოდ ელენერგიის დისტრიბუტორ კომპანიას და ამ შემთხვევაში ეს კომპანია გახლავთ “ენერგო-პრო”.
3) წყალსადენის ქსელისათვის მასალების შეძენა _ 4408 ლარი.
წყალსადენის ქსელისათვის მასალების შეძენა (ქაქუთის მიმართულებით) _ 8628 ლარი.
ამ შესყიდვების განსახორციელებლად 2012 წლის 19 ივლისს (ხელშეკრულება #250) ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ვილერი მამინაშვილთან და ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 20 სექტემბრამდე.
შესასყიდ მასალებში იგულისხმება ამ ორი დასახლების დამოუკიდებელი წყლის სისტემისთვის მასალების შეძენა, როგორიცაა ვაშტიალისთვის ახალი წყლის პლასტმასის მილების მოწყობა წყალსადენის სისტემაზე შესაბამისად 700 გრძ.მ. (დ=25 მმ), 100 გრძ.მ. (დ=40 მმ) და 1000 გრძ.მ. (დ=50 მმ) ოდენობით, რომელზედაც უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი ზომის წყლის გადამყვანი მოწყობილობები და 25 მმ ზომის პლასტმასის 18 ერთეული ვენტილი.
ხოლო ქაქუთის მიმართულებით კი უნდა მოითხაროს მიწის გრუნტი ექსკავატორით (უკუმიყრით), რომელშიც უნდა ჩაიდოს პლასტმასის წყლის მილები (დ=50 მმ) 2400 გრძ.მ.-ის ოდენობით, რომელზედაც უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი ზომის წყლის გადამყვანი მოწყობილობები და ასევე დ=50 მმ ზომის 2 ერთეული ვენტილი.
გ. ქაქუთში თანხის მოცულობამ შეადგინა _ 9184 ლარი
ქაქუთის დასახლებაში 2012 წლის განმავლობაში მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტებს, ხელისუფლების მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით, შეადგენს შემდეგი:
1) წყალსადენის ქსელისათვის მასალების შეძენა _ 8628 ლარი.
ამ პროგრამის განხორციელება აღწერილია ვაშტიალის დასახლების პრობლემათა აღწერის მესამე ნაწილში.
2) გზის შეკეთება _ 556 ლარი.
ამ პროგრამაზე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება, რომელიც კონკრეტულ ინდ. მეწარმესთან ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი უნდა გახდეს. ეს ფაქტი ფიქსირდება 20/08/2012 მდგომარეობით.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი”
ამ სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს UშAID-ის საშუალებით გაწეული დახმარებით. ნაშრომში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.