ეს ის ხალხია, ვინც მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში ე.წ. პანკ–ლოცვა მოაწყო და ამბიონზე გაჰყვიროდა: “ღვთისმშობელო, გახდი ფემინისტი!!!”. აღსანიშნავია, რომ Pussy Riot–ის ე.წ. მხარდაჭერა უკრაინელ ექსტრემისტ ფემინისტთა მოძრაობა FEMEN–მა ჯვრების გადახერხვით “გამოხატა” და პირობა დადო, რომ რუსეთში “ჯვართხერხვის” გასტროლებს მოაწყობდნენ.
შედეგად, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, დაუდგენელმა პირებმა მართლაც გადახერხეს მართლმადიდებლური ჯვრები. “ჯვართხერხვის” აქცია ჩატარდა ჰოლანდიაშიც.
საინიციატივო ჯგუფი, 16 სექტემბერს ქაშუეთის ტაძართან აქციას გეგმავს, სადაც სპეციალურ მიმართვას გაავრცელებს.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ევგენი მიქელაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ 12 სექტემბერს, ისინი კონკრეტულ მოთხოვნებსაც დააყენებენ.
„ყოველივე ზემოთქმული ნათლად მიანიშნებს, რომ ქაშუეთის ტაძრის კედელზე გამოსახული წმ. ნინოს ფემინისტური კარიკატურა წარწერით “თავისუფლება Pussy Riot’–ს არის კარგად დაგეგმილი და დაფინანსებული ანტიქრისტიანული კამპანიის შემადგენელი ნაწილი,“- ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
აღსანიშნავია რომ კარიკატურა დახატულია ტაძრის ეზოში, ერთ-ერთ კედელზე და როგორც საინიციატივო ჯგუფი აღნიშნავს, ის 10 სექტემბერს გაჩნდა.
ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრების ნახვა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.youtube.com/watch?v=saxclOmOuZw&feature=youtu.be