უცნობმა ადამიანებმა პარტიის ოფისში არ შეგვიშვეს. უფრო მეტიც, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი "ნაციონალები" ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენებასაც არ მოერიდნენ. მოგვიანებით კი, მათ მხარი საკრებულოს თავმჯდომარემაც აუბა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მოგვაყენა. ხუნდაძის განმარტებით, კითხვა _ ნიშნავს თუ არა სამუშაო სათებში მისი პარტიაში ყოფნა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ჩვენს "უვიცობას, უზრდელობას და უწიგნურობას" ნიშნავს. ხუნდაძემ, ამასთან ერთად, გვირჩია წაგვეკითხა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი, რომლის თანახმად, თურმე კანონს არ არღვევს. აღნიშნულ მუხლში კი აი, რა წერია: "4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: ა) საარჩევნო კომისიების წევრებისა; ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებისა; ე) საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებისა; ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს." ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ხუნდაძე 5 სექტემბრის მდგომარეობით შვებულებაში არ ყოფილა. შვებულება დღეს მასაც არ უხსნებია. თანაც, საკრებულოს თავმჯდომარე, დღეს სამსახურში იმყოფებოდა. შესაბამისად, კანონის წაკითხვა უპრიანი სწორედ ხუნდაძისთვის იქნებოდა, იმისთვის რომ გაეგო სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. თუ ეს მუხლი ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა, სრულიად ნათელი და ცალსახაა, რომ საქართველოში, საერთაშორისო კონვენციებსა და შეთანხმებებზე მიერთების, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლება სრულიად გაუმიჯნავია მმართველი პარტიისგან და ყველა _ მატერიალური თუ არამატერიალური, ასევე ადამიანური რესურსი მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის მიმართული!
Developed By Web Features 2024 © All rights reserved