ამ წუთებში სოფლის ცენტრში მობილიზებულია სამართალდამცავები და პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები. აქვეა მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში მომუშავე საჯარო მოხელეები.
„გურია ნიუსმა“, მომლოდინეთა შორის, ე. წ კოორდინატორები შენიშნა, რომლებსაც ასეთ შეხვედრებზე ხალხის მიყვანა ევალებათ.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მიხეილ სააკაშვილმა საზეიმო ვითარებაში უნდა გახსნას ნატანები-შრომა-ურეკის გზის მშენებლობის დაწყება. ახლა აქ, ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე, უკვე დგას სპეციალური სამშენებლო ტექნიკა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტს შრომაში მოსვლამდე, ნატანებში ელოდებიან.