სააკაშვილს ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ვაშაყმაძე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, მამუკა ლეჟავა ელოდებიან, რომლებიც, პარალელურად, ასფალტის დაგების პროცესს ათვალიერებენ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, რა ხდება სოფელ შრომაში, ილია ვაშაყმაძემ განაცხადა: “ხომ ხედავთ, გზის რეაბილიტაცია დაიწყო.”
_ ბატონო ილია, როდის დაიწყო გზის დაგება, დღეს?
_ დიახ, დღეს.
ჩვენს კითხვაზე, _ როდის დასრულდება გზის დაგების სამუშაოები და რა თანხა დაჯდება, ვაშაყმაძემ დაგვაკვალიანა, რომ ოფიციალური წერილით მიგვემართა და პასუხს გაგვცემდა.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას ჩვენს მიერ ოფიციალურად შეტანილ სამ წერილზე, უკვე მეოთხე თვეა, პასუხი არ გაუცია.
მამუკა ლეჟავას თქმით, გზის დაგება 2 წელიწადში დასრულდება, მაგრამ შეეცდებიან, ეს სამუშაო ადრე დაასრულონ.