_მოგესალმებით ძიმითელებს, მამათელებს, მინდა, მოგესალმოთ ყველას, ვინც აქ მოხვედით, ეს ორი სოფლის საზღვარია და დღეს ჩვენ ვიწყებთ გზას, რომელიც აერთებს შუხუთს, აკეთს, მამათს და ძიმითს. ამ გზის გასწვრივ ცხოვრობს 9 000 ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა გზა და მთელი ამ წლების მანძილზე არ ჰქონდა. ეს მანქანები არც ახლა დაქოქილა და არც ახლა გაჩერდება და არც ამ სოფლებით არ მთავრდება გზების მშენებლობა. საქართველოში ჩვენ დავაგეთ რამდენიმე ათასი კილომეტრი გზა და დასაგები გვაქვს კიდევ ზუსტად ამდენივე. მე ვიცი, რომ გზა არ არის ყველაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ჩვენ ვიაროთ, ჩვენ გადავაადგილდეთ, ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ, ჩვენი შვილები უკეთესად სწავლობდნენ… ბევრი რაღაცისთვის. ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ შეიძლება კუნძულივით იყოს აქაურობა, მაგრამ ეს გზა არის მხოლოდ პატარა ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ, _ თქვა პრეზიდენტმა და, როგორც ყოველთვის, საქებარ და საქმიან კონტექსტში მოიხსენია რამაზ ნიკოლაიშვილი.
_ძალიან ბევრი მიფიქრია, რამაზთან ერთად, ამ სოფლების გზაზე. რამაზი მელაპარაკებოდა ბოლო მრავალი თვე, მე ძალიან კარგად ვიცი ეგ საკითხი და ყველაფრის წამოღება უნდა, როგორც წესი, გურიაში. აი, ეს არის გურული პარტიკურალიზმი, მაგრამ ისე არ გამოდის ყოველთვის, როგორც მას უნდა. ამ შემთხვევაში გამოვიდა და გამოვა კიდევ ბევრად მეტი. იმიტომ, რომ აქაურობის წარმომადგენელი უნდა იყოს. რამაზმაც და მეც ვიცით, რომ ათასჯერ მეტია გასაკეთებელი, _ განაცხადა პრეზიდენტმა.