_ მე გაძლევთ სიტყვას, რომ ჩვენ ყველანი ერთად ამოვალთ გაჭირვებიდან. მე ყოველდღე ვკითხულობ თქვენს წერილებს და ვიცი, რა ხდება. ყოველდღე ვუყურებ ხალხს თვალებში, აგერ გამოვიარე, ერთი ქალბატონი დამხვდა, მეორე სოფელში ვიყავი, მეორე ქალბატონი დამხვდა, მე ვიცი, ხან არის პრობლემები, გინდა ხელები ჩამოუშვა, მაგრამ გპირდებით, არ ჩამოვუშვებთ არც ხელს და არც ცხვირს, ბოლომდე ვიმუშავებთ.
მან აღნიშნა, რომ გუშინ 2000 დანადგარი დაიძრა სოფლებში და კიდევ 3000 დაამატებენ. დაპირება ტექნიკაზე, იქნება შესრულებული და ყველა სოფელს ექნება რამდენიმე ხელმისაწვდომი ტრაქტორი, ტექნიკა და აგრეგატი იმისთვის, რომ დაამუშაონ მიწა.
_ რა თქმა უნდა, მთელ საქართველოში შევდივართ გაზით, ყველგან, ყველა ოჯახში იქნება გაზი, _ თქვა პრეზიდენტმა და ნიშნისგებით დაამატა: _ ჩვენ არც ბაბუის დანატოვარი ქონება მიგვიღია და ჩავიბარეთ ძალიან დაშლილი და დანგრეული ქვეყანა ფინანსურად. პენსიები გაიზარდა, ნახევარი საზოგადოება დაზღვეულია და მეორე ნახევარს დავაზღვევთ უახლოეს ხანში, ყველგან აშენდა საავადმყოფოები, ლანჩხუთში არ აშენებულა, მაგრამ აშენდება.
ამის გარდა, სააკაშვილმა ისაუბრა ხალხის შემაწუხებელ სხვა ფაქტორებზე.
_ თხილის ფასი, პროდუქტების ფასი, სოციალური დაცვის სტატუსის თუ პოლისების ქონა თუ არ ქონა, რა თქმა უნდა, ადამიანებს აწუხებს, _თქვა მან და შეპრდა შეხვედრაზე მოსულთ, რომ თითოეულ ოჯახსი მეტ სარგებელს მიიტანს.