საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება 2003 წელს, ბათუმში გააკეთა, თუმცა, დღეს, როცა სამოქალაქო საზოგადოება ფეხზე დგას და გავრცელებული ვიდეო კადრების გამო, მინისტრების თანამდებობიდან გადადგომას და დასჯას ითხოვს, სააკაშვილი საკონცერტო დარბაზში მიუზიკლს უსმენს.
პარალელურად კი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და კუთხეში – ბათუმში, ქუთაისში, გურიაში საპროტესტო აქციები იმართება. ამ წუთებში ქუჩაში მოქალაქეები დგანან _ ზოგი ციხესთან, ზოგი _ მოედანზე.