ტელეკომპანიისთვის მიცემულ კომენტარში,ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრს მიმართა.
„ ჩემი ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში, მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. ადამიანურად, მე ძალიან განვიცდი მომხდარს და მნიშვნლობა არ აქვს, ვისი დაორგანიზებული იყო ეს ყველაფერი“, _ განაცხადა კალმახელიძემ ტელეკომპანიისთვის მიცემულ კომენტარში.