ივანიშვილის დასახვედრად მზადება უკვე დაწყებულია _ ეწყობა სცენა და ხდება მოსახლეობის ინფორმირება.
“ქართული ოცნების” პარალელურად, ემზადება “ნაციონალური მოძრაობაც”. მმართველი პარტიის შტაბში ამ წუთებში აქტივისტების მობილიზება ხდება, რიგდება მაისურები და ფლაერები.
როგორც პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, განსაკუთრებული არაფერია:
_ კვირა დღეს, ჩოხატაურში ყოველთვის ხალხმრავლობაა, რადგან საკვირაო ბაზრობა იმართება. ჩვენი აქტივისტები, დღეს, ხალხმრავალ ადგილებში დაარიგებენ მმართველი პარტიის და მაჟორიტარი კანდიდატის ფლაერებს. მსგავს აქციებს ჩვენ თითქმის ყოველდღე ვატარებთ და ამაში არაფერია განსაკუთრებული, _ განმარტავენ პარტიაში.