2006 წელს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის 109-111 ნომრებში “ცენტრ პოინტ ჯგუფმა” მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო მშენებლობა შეაჩერა. მიმდინარე წელს კი სამშენებლო კომპანიამ მშენებარე სახლი მერიას გადასცა. მერია ბინებში, ბარაკებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის გადაცემას გეგმავს.
აქციის მონაწილეების თქმით, მშენებლობა დასრულებულია, თუმცა, მათ კუთვნილი ბინები არ გადაეცათ.
“ხალხმა შეიტანა ბინების მშენებლობაში ფული და ახლა ეუბნებიან, რომ ბარაკებში ვინც ცხოვრობს, იმათ უნდა მივცეთო. მახარაძე გამოვიდა მერიიდან და გვითხრა, არ გეკუთვნითო. რამდენი ხანია უშედეგოდ ვცდილობთ ჩვენი კუთვნილი მივიღოთ.” _ ამბობს აქციის მონაწილე გივი მიქელაძე.
მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დახმარებას თხოვს.