“გურია ნიუსთან” საუბრისას ჯაფარიძე აცხადებს: “ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია, რა საკითხს ეხება, ან რისთვის დაიბარეს პოლიციაში, მაგრამ, ფაქტია რომ ეს არის გაგრძელება იმისა, რაც გუშინ მოხდა. დააკავეს კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი, საოლქოს წარმომადგენელი “ქართული ოცნებიდან.
ალეკო ხერგიანი არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. მანამდე იყო საოლქო კომისიის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან. მესტიაში, ლეიბორისტულმა პარტიამ აბსოლუტურად ყველა თავისი წევრი გამოიწვია ყველა კომისიიდან და გაათავისუფლა. ხერგიანი ახლა არის ჩვენი მხარდამჭერი.”
“გურია ნიუსი” ალეკო ხერგიანსაც ესაუბრა, რომელმაც განცხადა: “ამ დილით, პოლიციელები იყვნენ ჩემს სახლში მისულები. სახელი და გვარი არ უთქვამთ, მეუღლეს მოაწერინეს ხელი, რომ ხვალ დაბარებული ვარ პოლიციაში. დღეს დამირეკა ვიღაც გამომძიებელმა ნაჭყებიამ, _ დღეისთვის ხარ დაბარებული და გამოცხადდი მესტიის პოლიციაშიო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულების წესით მოგიყვანთო.
მე ისედაც ვიცოდი, კახა ჟორჟოლიანი მოიშორეს ოლქიდან და ახლა აპირებენ ჩემს მოშორებას, რადგან მე ოლქში ვარ კახა კუკავას წარმომადგენელი. იციან, რომ მე შანტაჟით, მუქარით და მოსყიდვით ვერ შემაშინებენ. მე დავდგები “ქართული ოცნების” გვერდით. ამიტომ ჩემი მოშორებაც გადაწყვიტეს.”