#4 საჯარო სკოლის ერთ-ერთ შესასვლელთან მანდატური აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ ჩვენი მისვლის შემდეგ, მან კარები ჩარაზა და იქაურობას გაეცალა.
მშობლები, ჩვენთან საუბრის დროს, ამბობენ, რომ მსგავს განუკითხაობას არავინ აქცევს ყურადღებას.
_ იცით, რა, ჯერ წიგნების ფული ძლივს შევაგროვეთ, ახლა კი რიგებია ისეთი, რომ ეს დღეებია, ვერანაირად ვერ მოვახერხეთ წიგნების ყიდვა, _ გვითხრეს მშობლებმა.
“გურია ნიუსმა” მოახერხა სკოლაში შესვლა და იმ ოთახამდე მიაღწია, სადაც წიგნების გაყიდვა მიმდინარეობს. როგორც იქ გვითხრეს, მშობლებს ეშლებათ და არ იციან, რომელი ავტორის წიგნი აქვს საყიდელი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წიგნები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ #2 და #4 საჯარო სკოლაში იყიდება.
“გურია ნიუსი” ამ თემაზე აგრძელებს მუშაობას და ვიდეომასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.