მის მხარდასაჭერად ჩამოვიდა ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელმაც ხალხს მადლობა გადაუხადა იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი მთელი საარჩევნო კამპანიის დროს გამოხატავდნენ.
_ „მე თქვენთან ვარ ჩემო გურულებო, ჩემო ჩოხატაურლებო. მე ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და თქვენს ნდობას და დამიჯერეთ, ამ ნდობას მე და ჩემი გუნდი არასოდეს ვუღალატებთ“ _ განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
მანანა ჯინჭარაძის მხარდასაჭერად „ნაციონალების“ ახალგაზრდულმა ფრთამ სლოგანით _ „ჩვენ გვიყვარს საქართველო“ ფლეშმობი დადგეს.