_ ჩემი კომიტეტის წევრები გურჯაანში ჩავიდნენ გარდაცვლილი ბავშვის ამბის გასაგებად. ჩასვლისთანავე, უკვე შეამჩნიეს, რომ მათ საეჭვოდ აეკიდა ორი ავტომანქანა, „კიას“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა და „ჰიუნდაის“ ჯიპი. როგორც დავადგინეთ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივიტები არიან. იქ მჯდომი პირები სასტიკად გაუსწორდნენ ჩვენს წევრებს, შოთას თავში ურტყეს ქვა და ფიცრები, ასევე სასტიკადაა ნაცემი ინგაც, ისინი ამ ეტაპზე გურჯაანის საავადმყოფოში იმყოფებიან. მაშინვე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. აი, ასე აპირებენ ესენი არჩევნების ჩატარებას“, _ განაცხადა თედო კობახიძემ „გურია ნიუსთან“.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved