ჩვენ ვიმყოფებოდით, ოზურგეთის 60/43 საარჩევნო უბანზე, რომელიც სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაშია განლაგებული. უბანზე სკოლის დარაჯი და ამავე სკოლის პედაგოგი დაგხვდა. მათი თქმით, ისინი სკოლას იცავდნენ და არა უბანს.
_ ჩვენ რა საქმე გვაქვს საარჩევნო უბანთან, სკოლის დარაჯი ვარ, – გვითხრეს იქ მისულებს.
60/43 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მზია ხელაძის თქმით, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით, უბანს სკოლის დარაჯი და დაცვის პოლიციის ერთი თანამშრომელი იცავს. მიუხედავად იმისა, რომ უბანზე პოლიციის თანამშრომელი არ გვინახავს, მზია ხელაძე გვიმტკიცებდა, რომ ეს ასე იყო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 18:00 საათის შემდეგ, უბანზე, "ამბის მოსაკითხად" სოფლის რწმუნებული გია ჩხაიძე იმყოფებოდა. მზია ხელაძემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.