„არჩევნებში გამარჯვებულმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.მათ შორისაა საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ვარსკვლავი კახი კალაძე, რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
ივანიშვილმა, რომლის ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, საკუთარი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაასახელა.
მთავრობა ლიბერალებისა და რადიკალ ნაციონალების ნაერთს წარმოედგენს.მათ აერთიანებთ ის, რომ არ მოსწონთ სააკაშვილი, – ამბობს ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტი.
ქართული ოცნებას ახალ პარლამენტში 83 მანდატი ექნება, ხოლო სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას – 67.
ახალი პარლამენტის ძირითადი გამოწვევა სააკაშვილის ხელისუფლებაში კიდევ ერთი წლით დარჩენაა. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობას მუშაობა ძლიერ ოპოზიციასთან მოუწევს,“-წერს ბი-ბისი.
გამოცემა ივანიშვილის მთავრობის ახალ სახედ კალაძეს ასახელებს, ხოლო უფრო შესამჩნევ ფიგურებად ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძეს, თეა წულუკიანს და ირაკლი ღარიბაშვილს მიიჩნევს.