პირველ სამეულში თავდაცვის, იუსტიციისა და კულტურის სამინისტროები მოხვდა.
„ ახალ მთავრობას გულით და სულით ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს იმ სასიცოცხლო საქმეში, რომელიც მას აკისრია! ასევე ქვეყანას ვუსურვებ ოცნებების გარდა, რეალური იმედების აღსრულებას!
და მინდა ახალ დანიშნული მთავრობის წევრებს გავუზიარო რამდენიმე ჩემი ძალიან კონკრეტული ოცნება“, _ წერს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გვერდზე და ამ კონკრეტულ ოცნებებსაც ასახელებს
პირველი ოცნება _ „თავდაცვის მინისტრს მინდა გავახსენო (დარწმუნებული ვარ, უჩემოდაც ახსოვს, მაგრამ მაინც) ის ოცამდე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ოფიცერი და ჯარისკაცი, სრულიად უდანაშაულოდ რომ ემსხვერპლნენ ნაცების მიერ დადგმულ მუხროვანის გადატრიალების პაროდიას. ვერც ვერაფერი დაუსაბუთეს, მაგრამ ციხეში ჩაალპეს…. იმათ პროცესს ვესწრებოდი და იმ დღიდან, მათი ანთებული სახეები არ დამვიწყებია….. მათი გათავისუფლება დაუყოვნებლივ, არის ჩემი პირველი ოცნება!
მეორე ოცნება _ „იუსტიციის მინისტრს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მინდა ჩვენი ყველასი დიდი სურვილი და იმედი გავუზიარო: რომ რაც შეიძლება ჩქარა და თუნდაც დამნაშავეების დასჯამდე, იმ უდანაშაულო უამრავი პატიმრის საქმე გადაიხედოს და რაც მთავარია, ეს პროცესი ყველასთვის ერთნაირად მისაწვდომი, გამჭვირვალე და სამართლიანი აღმოჩნდეს … უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი მადლი! შენი მჯერა, თეა!
მესამე ოცნება _ „კულტურის მინისტრს. სანამ დავიწყებდეთ ნგრევას და გადატან-გადმოტანას იმ სიმახინჯეების, რითაც “მორთულია” ჩვენი ქვეყანა, გთხოვთ ჯერ მივხედოთ იმას, რაც სასწრაფოდ გადასარჩენია ჩვენი კულუტურულ სგანძურიდან; ხელნაწერები (რაც გადაურჩა ბუბა კუდავას), ეროვნული მუზეუმი (რაც გადაურჩა ლორთქიფანიძეს), მცხეთა,მესტია და მესტიის მუზეუმის სიწმიდეები,ატენის სიონი, გელათი და ჩვენი კავშირები იუნესკოსთან, ერეკლეს სასახლე და ალბათ, კიდევ მავიწყდება ბევრი…. კონცერტების და ტაშ ფანდურის დრო აღარ გვაქვს, თუ გვინდა იმის გადარჩენა, რისთვისაც ღირს აქ ცხოვრება და ამ ქვეყნის დათვალიერება სხვებისათვის!“