მურმან დუმბაძის განცხადებით, იგეგმება “ბათუმის ბულვარის” მერიისთვის გადაცემა, საიდანაც ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს უმრავლესობის საშუალებით აპირებს მის კონტროლს. ამჟამად “ბათუმის ბულვარი” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ორგანიზებული სტრუქტურული რღვევისგან.
კოალიციის განცხადებას ბულვარის მერიისათვის გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ბულვარის მერიაზე გადაცემა არ იგეგმება: “ბათუმის ბულვარი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი მერიისთვის გადაცემა არ იგეგმება,” – აცხადებს ზურაბ ჭურკევეიძე.