_ ბატონო გიორგი, როგორც ვიცი, გურიის გუბერნატორს ხვდებით…
_ დიახ, ის ჩემი მეგობარია. არ შეიძლება, რომ შევხვდე?
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ისევ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლად იმუშავებთ…
_ არა, არ ვიცი, _ გვითხრა გიორგი გოგუაძემ.
გურიის გუბერნატორთან დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რეზო ჩიტიძეც იმყოფებოდა. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ვალერი ჩიტაიშვილთან ის ხუთი წუთით იმყოფებოდა:
_ ვიყავი მხარის გუბერნატორთან, ვისაუბრებთ საქმეებზე, _ თქვა ჩვენთან საუბრისას რეზო ჩიტიძემ.