ბერიძის თქვით, უმაღლესი საბჭო ყოფილი პირველი საავადმყოფოს შენობაში განთავსდება. შენობაში ამჟამად, ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გადაჭრით ამბობს, რომ შენობა უმაღლესი საბჭოს გადაეცემა.
უმაღლესი საბჭოს განხილვის პირველი საკითხი მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის გარდა, უმნიშვნელოვანესი საკითხი 2013 წლის ბიუჯეტი იქნება. ასევე, უახლოეს სხდომაზე გადაწყდება რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს შენობის საკითხი:
“ამაზე გვაქვს სრული კონსესუსი, როგორც უმრავლესობაში, ასევე, უმცირესობაში. ნაციონალური მოძრაობის წევრები თავის დროზე ვერ ამბობდნენ ამას, თუმცა, ახლა მხარს გვიჭერენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ბათუმს დაუბრუნდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობა. ჩვენ მივცემთ ხელოვნების ინსტიტუტს შესაბამის ფართს. აქ კი უნდა იყოს აჭარის უმაღლესი საბჭო,” _ ამბობს ავთანდილ ბერიძე.
აჭარის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანების შესაბამისად, აჭარის მთავრობისთვის რეაბილიტირებული შენობა ხელოვნების უნივერსიტეტს გადაეცა. რეაბილიტაცია ადგილობრივ ბიუჯეტს 6 მილიონი ლარი დაუჯდა.
შენობის უნივერსიტეტზე გადაცემის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშალომიძეს მოუწონა. იგი თავად სტუმრობდა ახალ მოსახლეებს და პირობა დადო, რომ ვარშალომიძე სასწავლებელს ტექნიკურ უზრუნველყოფას გაუკეთებდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შენობა, რომელშიც ამჟამად უნივერსიტეტია განთავსებული, 3 დღეა, ელექტროენერგია არ მიეწოდება.