_ მე არაფერი მაქვს დასამალი. უცნაური იქნება, რომ ეს დავმალო. საკრებულოს წევრებსაც ვუთხარი ჩემი აზრი, ლოგიკურია ალბათ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობის პირები იმ ადამიანებმა უნდა ჩაანაცვლონ, რომლებიც ჩვენს გუნდში იყვნენ.
ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერსებთ, მე მიმაჩნია და ჩემი პირადი კანდიდატურა გამგებლის პოსტზე, როცა ეს საკითხი დადგება, იქნება კოტე შარაშენიძე (“ქართული ოცნების” ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელი. ავტ.). მის გვერდით კი ის ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც ხელისუფლებაში მოსვლა დაიმსახურა, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ზვიად კვაჭანტირაძემ.