https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჯანმრთელობაშერყეული პატიმრის ოჯახი შველას ითხოვს

6:11; 5.11.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მანამდე ცინცაძემ 5-წლიანი პატიმრობა მოიხადა. ციხეში იგი ტუბერკულოზით დაავადდა და სასჯელის ნახევარზე მეტი, მძიმე დიაგნოზით, ქსნის იზოლატორში გაატარა.

2012 წლის ივნისში ლაშა ცინცაძე ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს განყოფილების თანამშრომლებმა ხელმეორედ დააპატიმრეს _ რამდენიმე ახალგაზრდამ ერთად დალია ღვინო, რომელიც მოპარული აღმოჩნდა. პატიმრის ძმა თემურ ცინცაძე ამტკიცებს, რომ ლაშა ცინცაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მოწმეს პოლიციაში ძალით მიაცემინეს ჩვენება.

ახლობლების თქმით, პოლიციის განყოფილებაში ცინცაძე საღსალამათი მიიყვანეს, იქედან კი ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. პატიმრის ოჯახი ლაშა ცინცაძის ცემაში ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომელს, ლაშა ჩხაიძეს ადანაშაულებს: “ისე იყო ნაცემი, ფეხზე ვერ დგებოდა. ეტყობა, ცემის გამო ხერხემალი დაუზიანდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ჯერ ერთი, ცრუ ჩვენების გამო დაიჭირეს ჩემი ძმა, მერე არაადამიანურად აწამეს და სამუდამოდ შეურყიეს ჯანმრთელობა. რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთში სასამართლო პროცესზე ჩამოიყვანეს, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებისთვის განკუთვნილ ეტლში იჯდა, მაგრამ ისე ცუდად იყო, პროცესი არ ჩატარდა. მასთან მიახლოების საშუალება ბადრაგმა არ მოგვცა. ცუდად ყოფნის გამო, იძულებული გახდნენ, ისევ ციხის საავადმყოფოში დაებრუნებინათ”, _ ჰყვება პატიმრის და, ლიკა ცინცაძე.

სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ცინცაძეებს სახლში ვესტუმრეთ. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გია გოგუაძის გამგებლობის პერიოდში, მათ საცხოვრებელი ფართის უქონლობის გამო, ე. წ. მეურნეობის კორპუსში ერთოთახიანი ბინა გამოუყო. თუმცა, ამ ბინაში მრავალსულიანი ოჯახის და ბავშვების ცხოვრება წარმოუდგენელია _ იქ არ არის ელექტროენერგია, წყალი, სველი წერტილები. ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, აივანს კი მოაჯირებიც არ აქვს და გამუდმებით არსებობს ბავშვის გადავარდნის რისკი.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ხუთსულიანი ოჯახისთვის რამდენიმე დღის სამყოფი პურის ფულია. როგორ უნდა შეინახოს ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ავადმყოფი პატიმარი, ძნელი წარმოსადგენია.

მათი თქმით, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი გოგუაძე წინასაარჩევნოდ ყოფითი პრობლემების მოწესრიგებას ჰპირდებოდა ოჯახს, რომლის წევრები ხანშიშესული, ავადმყოფი ბებია და მცირეწლოვანი ბავშვები არიან. ეს დაპირებები დაპირებებად დარჩა, ისინი კი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

ლიკა ცინცაძეს ერთ-ერთი პატიმრის მშობელმა დაურეკა და აცნობა, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია. ცინცაძე საქმის გარკვევას ითხოვს.

მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ოჯახმა კერძო ადვოკატის აყვანა ვერ შეძლო და ცინცაძის ინტერესებს ამის გამო, სახაზინო ადვოკატი, დავით მამალაძე იცავს. პატიმრის და ადვოკატს მისი ძმის მიმართ გამოჩენილ გულგრილობაში ადანაშაულებს: “ერთხელაც არ ჩასულა და არ მოუნახულებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი, რომელიც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაშია”, _ ამბობს ლიკა ცინცაძე. ადვოკატი კი განმარტავს, რომ მართალია, თბილისში არ ჩასულა, რადგან ამის აუცილებლობა არ დამდგარა:

_ მე სატელეფონო კავშირი მაქვს მის ექიმებთან და ვიცი, რომ ამჟამად მკურნალობის ქვეშ იმყოფება. მას აქვს მემკვიდრეობითი ტუბერკულოზი და როგორც ექიმები ამბობენ, ამან გამოიწვია ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები და ის, რომ მას ამ ეტაპზე მოძრაობა შეზღუდული აქვს, _ ამბობს მამალაძე, _ მე გვიან ჩავერთე ამ საქმეში და არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, ვამტკიცო, რომ მისი ჯანმრთელობის შერყევა დაკავებისა და ცემის შემდეგ მოხდა.

_ ლაშა ცინცაძის ნაცნობები ამბობენ, რომ პატიმრობამდე მას არ ჰქონდა მოძრაობის და გადაადგილების პრობლემა.

_ ხომ გითხარით, რომ საქმეში გვიან ჩავერთე. მასთან ერთად დაკავებულმა ორმა ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. ცინცაძე ბრალს არ აღიარებს, ამიტომ, მისი საქმე ცალკე უნდა გამოიყოს. სასამართლო 7 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. ამჟამად ლაშა ცინცაძე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. მაქვს ინფორმაცია, რომ ეტლით გადაადგილდება და ინტენსიური მკურნალობა უტარდება. რამე რომ გართულებულიყო, აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ და შემატყობინებდნენ, _ განმარტავს ცინცაძის ადვოკატი.

სასოწარკვეთილებამდე მისული პატიმრის ოჯახის წევრებისთვის ბოლო იმედად სახალხო დამცველის აპარატი რჩება. ისინი იმედით ელიან, რომ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაინტერესდებიან ავადმყოფი პატიმრის მდგომარეობით.

_ თითქმის ყოველდღე მირეკავენ პატიმართა ახლობლები. უკვე რამდენიმე დღე გავიდა, ჩემი ძმის ბედით კი არავინ ინტერესდება. ვიცი, რომ იგი ციხეში არავის მოუნახულებია. ამიტომ, მხოლოდ თქვენს იმედზე ვართ, რომ ვინმე წაიკითხავს ამ წერილს და დაინტერესდება ჩვენი ბედით, _ ამბობს პატიმრის და.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:17; 12 თებერვალი, 2026
სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს დღეს დატოვებს

10:16; 12 თებერვალი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

10:08; 12 თებერვალი, 2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11 თებერვალი, 2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11 თებერვალი, 2026

ვინ იქნება ახალი გამგებელი

დიდი სტუმრიანობა "ნაციონალების" ცენტრალურ შტაბში

ყველა სიახლე

საზოგადოება

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

13:26; 12.02.2026
საზოგადოება

აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა

13:13; 12.02.2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს

12:36; 12.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
საზოგადოება

გურიაში, მდინარე სუფსაზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

11:28; 12.02.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:17; 12.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს მე ვერაფერს დამაკლებს

10:22; 12.02.2026
სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს დღეს დატოვებს

10:16; 12.02.2026
საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა _ ცნობილია მისი ვინაობა

10:15; 12.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

10:08; 12.02.2026
ზაფრანი

ქალბატონების სახელების შესაფერისი ძვირფასი ქვები   

10:03; 12.02.2026
ზაფრანი

რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

10:00; 12.02.2026
ზაფრანი

როგორი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის იდილიური ურთიერთობა   

9:58; 12.02.2026
ზაფრანი

მომავლის პროგნოზირება სიზმარში

9:55; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო