როგორც ცნობილია, სოფელში დაძაბული ვითარება რელიგიურ ნიადაგზე შეიქმნა – ადგილობრივი მართლმადიდებელი მცხოვრებლები სოფელში მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ, ხოლო ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, რადგან ლოცვის შესაძლებლობა ეზღუდება და აქ მეჩეთის აგებას არავინ გეგმავს.
_ შეხვედრა დღის ორის ნახევარზე არის დაგეგმილი და ორივე მხარეს შევხვდები. ჩვენ, კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ საკითხზე, რომელიც სოფლის მცხოვრებლებს აწუხებთ, – განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ეკა ბესელიამ.