_ ჩვენ არ გამოვდივართ სახელმწიფოს ან ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, ეს იქნება კომპანიის შიდა მენეჯმენტის წინააღმდეგ მიმართული აქცია, _ აცხადებს საინიციატივო ჯგუფი “გურია ნიუსთან”, რომელთა განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ არსოშვილმა დატოვა თელასის კომერციული დირექტორის თანამდებობა, მისი გუნდის აქტიური წევრები, რომლებიც მისი კარიერის განმავლობაში მუდამ გვერდით ედგნენ, კვლავაც რჩებიან თელასის საკვანძო პოზიციებზე. საუბარია იმ ხალხზე რომლებიც წარმოადგენენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიურ წევრებს და რომელთა კომპანიაში მაღალ პოზიციებზე დარჩენამ მომავალში შესაძლოა დიდი პრობლემა შეუქმნას როგორც თავად კომპანიას ასევე თბილისის მოსახლეობას. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა კომპანიიდან ჩამოეშორებინათ მოცემული პიროვნებები თელასის გენარალური დირექტორის მხრიდან არ გადადგმულა არც ერთი ქმედითი ნაბიჯი, პირიქით ადგილი ქონდა რიგ შემთხვევაში მოცემული ხალხის დაწინაურებას, აღნიშნული ფაქტები ბადებს დასაბუთებულ ეჭვს რომ შესაძლოა გენერალური დირექტორი – აშოტ მანუკიანი გარეულია უკანონო გარიგებებში რაც იძლევა მისი დაშანტაჟების შესაძლებლობას” _ აცხადებენ “თელასის” ყოფილი თანამშრომლები.