მთავარი პროკურორის თქმით, დაზარალებული განმარტავს, რომ ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ის ბაჩანა ახალაიამ დაიბარა, დავით ჭაკუამ თავში სკამი ჩაარტყა, მას ასევე ცემდნენ ბაჩანა ახალაიას დაცვის წევრები, თავად ახალაია და გიორგი კალანდაძე.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ციხის ცნობილი მოვლენების შემდეგ, სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, და მაშინვე ცხადი იყო, რომ ის ბაჩო ახალაიასთან დაახლოებული პირი გახლდათ.
მაშინ, “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა და მისი პირველი მოადგილე, გაგა მკურნალიძე, რომელიც ციხის მოვლენების შემდეგ დააკავეს, „ნაცმოძრაობის“ შემომწირველები იყვნენ. 8 აგვისტოს, დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მმართველ პარტიას 9 300 ლარი შეწირა, მისმა მოადგილემ კი _ 6 300.
დავით ჭაკუას სახელი ფიგურირებს 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეშიც.
სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში ვკითხულობთ:
_ საქმის მასალებით დასტურდება, რომ 26 მარტს სასჯელაღსრულების მთელ ტერიტორიაზე იყო სიმშვიდე. 27 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბაჩო ახალაიამ თავის კაბინეტში დაიბარა “სად”-ის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ–სამძებრო განყოფილების უფროსი დავით ჭაკუა, რომელსაც უთხრა, მოეხდინათ ბუნტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პატიმრების #7 საპყრობილეში გადაყვანა, რისთვისაც ჭაკუას ორგანიზება უნდა გაეკეთებინა თავისი განყოფილების თანამშრომლებისთვის. დ. ჭაკუამ აღნიშნულზე გააფრთხილა სად უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ სამძებრო განყოფილების უფროსი ინსპექტორი გ. ხუხია,სხვა თანამშრომლები დ. მარგებლიძე, ზ. ბოხუა, გ. შონია, სად უსაფრთხოებისსამსახურის უფროსი გ. აბსანაძე, მისი თანამშრომლები კ. ოქრუაშვილი და დ.შამუკაძე, ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად ბ. ახალაია მივიდა სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც დაიწყო პატიმრების გამოყვანა, მაგრამ ეს პროცესი იმდენად ხმაურიანად წარიმართა, რომ არა თუ მოსალოდნელი არეულობა აღკვეთა, პირიქით, უფრო დაჩქარდა და თუ გამოძიების ვერსიას გავიზიარებთ, ბ. ახალაიას მიერ დაწყებულმა პროცესმა ხელი შეუწყო ბუნტის ორგანიზატორებს არეულობის მოხდენაში, ანუ ბაჩო ახალაიამ დააჩქარა პროცესი.”