ირანულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. უახლოეს პერიოდში, ახალ საექსპორტო ბაზარზე პროდუქციის პირველი პარტია გაიგზავნება. ამის შესახებ, “გურია ნიუსს” აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ განუცხადა: “მოგეხსენებათ, ირანი დიდი ქვეყანაა და შესაბამისად, სარეალიზაციო ბაზარი ფართოა. სატრანსპორტო კუთხით ჩვენთვის ეს ქვეყანა საკმაოდ მოსახერხებელია. პროდუქცია თურქეთის გავლით პირდაპირ ირანში მოხვდება. გადაზიდვა ძირითადად ავტოტრანსპორტით მოხდება. ირანული მხარისგან ამ საკითხზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ახლა ზუსტდება დეტალები, მაგალითად, განბაჟების საკითხი, ასევე, რა მოთხოვნებია ირანში პროდუქციის შეტანის დროს და სხვა, რომ შემდეგ, მანდარინით დატვირთული ტრანსპორტი საზღვარზე არ გაჩერდეს,” _ გვითხრა ზაურ ფუტკარაძემ.
შეკითხვაზე, ერთი კვირის შემდეგ, შესაძლებელი იქნება თუ არა ქართველმა ექსპორტიორებმა ირანში პროდუქცია შეიტანონ, მან გვიპასუხა: “გვინდა, რომ ეს პროცესი უფრო ადრეც დაიწყოს”.