“როგორც კი გაჩნდა სამართლიანი სასამართლოს იმედი, ირაკლი ოქრუაშვილმა სრულიად შეგნებულად მიიღო საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მის უდანაშაულობას ყველანი ერთად დავინახავთ და ეს მოხდება ძალიან მოკლე პერიოდში. ირაკლის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, იმის გამო, რომ მასთან საუბარი არ მქონია. რაც შეეხება ჩვენი პარტიის კიდევ ერთ წევრს _ მიხეილ ქარელს და კიდევ სხვებს, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილთან არიან დაკავშირებულნი, ისინი დაბრუნდებიან ქვეყანაში,” _ აცხადებს “ქართული პარტიის” წევრი თეო ტლაშაძე.
ტლაშაძე დარწმუნებულია, რომ პარტია აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდება და ოფისებს რეგიონების მასშტაბით შექმნის: “ამ წუთისთვის პარტიის ოფისები არ არის მოქმედი, რადგან ეს არ იყო აქტუალური საკითხი, თუმცა, საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნებული გვაქვს ყველა დიდი რაიონულ ცენტრში. ასე რომ, როგორც კი საჭიროება დადგება და პოლიტიკური სიტუაცია მომწიფდება, ჩვენ გავხდებით ისეთი მოწინავე პარტია, როგორიც ვიყავით ყოველთვის,” _ აცხადებს ტლაშაძე